ფეხბურთი

10:45 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაკაიოკო "მონაკოში" დაბრუნდა

"ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველი ტიემუ ბაკაიოკო მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "მონაკოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "მონაკომ" გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

ბაკაიოკო "მონაკომ" პირველად 2014 წელს "რენიდან' დაიმატა და 2017 წელს "ჩელსიში' გაუშვა. ლონდონურ გუნდში ფრანგმა ადგილი ვერ დაიმკვიდრა და გასული სეზონი ასევე იჯარის წესით "მილანში" გაატარა, სადაც 42 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

0.125924