ისტორია

9:45 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

1 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2013. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. ფინალში ჩვენებმა რუსებს 3:2 მოუგეს. მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე, ნაკრების წევრები ადამ ოქრუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892. ინგლისის საგრაფოს ლანკანშირის საფეხბურთო სამოყვარულო ლიგაში თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა “ლივერპულმა”.

1904. ძალაში შევიდა ფიფას პირველი წესდება.

1923. ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 4:1 მოუგო და ტურნირის რიგით მე-18-ე გამარჯვებული გახდა. აშშ-მ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა დევისის თასი.

1925. თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ამაღორძინებელი პიერ დე კუბერტენი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა.

1949. ფინელმა სტაიერმა ვილჰო ჰეინომ 10 კმ-ზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (29:27.3).

1950. გამოვიდა მადრიდის “რეალის” პირველი საინფორმაციო ბიულეტენი.

1960. რობერტ შავლაყაძე სიმაღლეზე ხტომაში რომის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

1971. ავსტრალიელი ჯონ ნიუკომბი ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყის ეტაპზევე მარცხი განიცადა.

1972. ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებელი მატჩის პირველ პარტიაში ამერიკელმა ბობი ფიშერმა საბჭოთა დიდოსტატი, ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი, ბორის სპასკი დაამარცხა. მატჩი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა.

1972. მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ჩემპიონობა შოთა ჩოჩიშვილმა მოიპოვა (93 კგ).

1973. ჯორჯ ფორმენმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჟოზე “კინგ” რომანი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1985. ჰოლანდიელი იუპ ზოტემეკელი ველოსპორტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1987. ამერიკელი მაიკლ ჩანგი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი შეიქნა, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირში მატჩის მოგება შეძლო. იმ დროს ჩანგი 15 წლის იყო.

1991. იაპონელმა სტაიერმა ჰირომი ტანიგუჩიმ მარათონულ რბენაში მსოფლიოს მესამე ჩემპიონატი მოიგო (2:14.57).

1993. თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, დუბლინში, “ლინფილდთან” 1:1 ითამაშა (პირველი მატჩი თბილისში “დინამომ” 2:1 მოიგო), მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო მომდევნო ეტაპზე ჩრდილო ირლანდიელები გავიდნენ. ქართველთაგან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. “დინამო”: ზოიძე, ნემსაძე, ჩიქოვანი, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი (ანჩაბაძე), ა. არველაძე, ჯამარაული (ბერაძე), რ. არველაძე, ქინქლაძე, შ. არველაძე. “დინამოს” გივი ნოდია წვრთნიდა.

2001. გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საკუთარ მინდორზე ინგლისთან 1:5 წააგო. გერმანულმა გაზეთებმა ეს მატჩი “ერის სირცხვილად” მონათლეს.

2001. ჩილეს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა ივან სამორანომ. იმ დღეს ჩილელებმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს საფრანგეთს 2:1 სძლიეს.

2004. ბრიტანულმა პოლიციამ ცხენოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონი კიერონ ფალონი, მისი პირადი მწვრთნელი და 12 ოფიციალური პირი დააკავა. მათ ბრალი საცხენოსნო რბოლების შედეგების “ჩაწყობაში” დასდეს.

2005. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა, “სან ანტონიო სპერზმა” კონტრაქტი გააფორმა კანადის ეროვნული ნაკრების მოთამაშე მაიკლ ფინლისთან.

2006. იაპონიის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბერძნეთმა აშშ-ს 101:95 სძლია, ესპანეთმა კი არგენტინა 75:74 დაამარცხა.

2006. ქართველი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე დანიურ “ვიბორგში” ჩაირიცხა.

2008. “მანჩესტერ სიტის” მფლობელი “აბუ დაბი იუნაითედ გრუპი” გახდა. “ქალაქელებმა” 42 მილიონ ევროდ “რეალისგან” რობინიო შეიძინეს.

2008. “მანჩესტერ იუნაიტედმა” 30 მილიონ გირვანქად “ტოტენჰემიდან” ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი იყიდა.

2011. ლიტვის ქალაქ კლაიპედაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისჯგუფურიეტაპისმეორემატჩშისაქართველოს ნაკრები რუსეთთან 58:65 დამარცხდა.

2013. გარეტ ბეილი სარეკორდო თანხად, 100 მილიონ ევროდ მადრიდის “რეალში” გადავიდა.

2013. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. ფინალში ჩვენებმა რუსებს 3:2 მოუგეს. მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე, ნაკრების წევრები ადამ ოქრუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი.

2013. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი ტესტ-მატჩი ჩაატარა. ლიტვა – საქართველო 88:83 (19:19, 24:12, 17:28, 17:18, 11:6) ძირითადი დრო 77:77

საქართველოს ნაკრებს ქულები შემდეგმა კალათბურთელებმა შესძინეს: ვიქტორ სანიკიძე (28), გიორგი შერმადინი (21), მანუჩარ მარკოიშვილი (18), გიორგი ცინცაძე (7), რიკი ჰიკმენი (6), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (3).მათ გარდა ლიტველების წინააღმდეგ ლევან ფაცაციამ, ოთარ ფხაკაძემ, ბექა ბურჯანაძემ, ბესო ლეჟავამ და დუდა სანაძემ ითამაშეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1866. ჯეიმ სკორბეტი (“ჯენტლმენ ჯიმი”). 1892-97 წლებში სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1900. პედრო ხოსე სეა. 1920-30-იან წლებში ურუგვაის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის სამგზის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. ურუგვაის ჩემპიონი.

1913. სერგო შუდრა. თბილისის “დინამოს” მეკარე. 1947 წლის საკავშირო პირველობის მესამეადგილოსანი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 44 მატჩი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1923. როკი მარჩიანო. იტალიური წარმოშიბის ამერიკელი მოკრივის ნამდვილი სახელია როკო ფრენსის მარკეჯანი. 1952-56 წლებში სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ჩატარებული აქვს 49 ორთაბრძოლა, რომლებშიც ყველა მოიგო, თანაც 43-ჯერ ნოკაუტით. ერთადერთი მოკრივეა, რომელიც რინგიდან დაუმარცხებელი წავიდა. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, როკი მარჩიანო რამდენიმე რესტორნის მფლობელი იყო და ამ სფეროში წარმატებული ბიზნესი ააწყო. მარჩიანო 1969 წლის 31 აგვისტოს ავიაკატასტროფაში მოყოლის შედეგად გარდაიცვალა. ის საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად მიფრინავდა.

1933. რომან ძნელაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (62 კგ წონითი კატეგორია) 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1956 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. რომან ძნელაძე 1966 წლის 11 აპრილს ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

1937. ილია დათუნაშვილი. 1959-67 წლებში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას. 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ტაშკენტის 1964 წლის 17 ნოემბრის “ოქროს მატჩის” ორი გოლის ავტორი. 1962 და 1967 წლების პირველობების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. სსრკ-ის ჩემპიონატის მატჩებში ჩაატარა 199 მატჩი, გაიტანა 47 გოლი. 38 საერთაშორისო მატჩში გაიტანა 10 გოლი. ორჯერ (1964, 1966) დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. 1966 წელს საკავშირო პირველობის მატჩში 27 წუთის განმავლობაში ხუთი გოლი გაუტანა ერევნის “არარატს,” რისთვისაც დაიმსახურა გაზეთ “თბილისის” მიერ დაარსებული სპეციალური პრიზი. იმავე წელს გახდა საკავშირო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

1940. სტანისლავ სტეპაშკინი. საბჭოთა მოკრივე. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (57 კგ წონითი კატეგორია). 1963 და 1965 წლებში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1945. ვიქტორ ბლინოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1968 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1968 წელს გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ვიქტორ ბლინოვი 1968 წელს ტრაგიკულდა დაიღუპა.

1945. აგუსტინ ბალბუენა. არგენტინის ნაკრების და “ინდენპენდიენტეს” ფორვარდი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ლიბერტადორესის თასის ოთხგზის მფლობელი. მოპოვებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი.

1946. ერიხ შურერი. შვეიცარიელი ბობსლეისტი. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ორადგილიანი ბობი).

1962. რუუდ გულიტი. ჰოლანდიის ნაკრების, “ჰაარლემის” (1979-82)”, “ფეიენოორდის” (1982-85), პსვ-ის (1985-87), “მილანის” (1987-93, 1994), “სამპდორიას” (1993-94, 1994-95) და “ ჩელსის” (1995-98) ფეხბურთელი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონი. ჰოლანდიის ნაკრებში გამოდიოდა 1981-94 წლებში. ნარინჯისფერმაისურიანთა რიგებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. “მილანის” შემადგენლობაში ორჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (1989, 1990), ევროპის სუპერთასი (1990) და საკონტინენტთაშორისო თასი (1990). ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი. სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა აპენინელთა ქვეყნის თასს. 1997 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1987 წელს დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. 1984 და 1986 წლებში დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად, 1987-ში კი ჰოლანდიის საუკეტესო სპორტსმენად. წვრთნიდა “ჩელსის” (მოთამაშე-მწვრთნელი), “ნიუკასლს” და “ფეიენოორდს”, “ლოს ანჯელეს გელექსის”. საგულისხმოა, რომ გულიტმა 1988 წელს მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ნელსონ მანდელას მიძღვნა.

0.133196