ფეხბურთი

22:27 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ლივერპულისა“ და „სიტის“ მორიგი მასტერკლასები

“ლივერპულმა“ „სამუშაო გამარჯვება“ მოიპოვა. დაუძაბავად, კლასის ხარჯზე მოუგო „ბარნლის“ – 3:0. მერსისაიდელები სიამოვნებისთვის თამაშობდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რიგ ეპიზოდებში ინდივიდუალური მოქმედებებით გაერთნენ და ერთმანეთს ხან პასი დაუგვიანეს, ხან ასპროცენტიანი მომენტი გააცუდეს. რითაც დამრიგებელი იურგენ კლოპი განარისხეს. თუმცა, ესეც მხოლოდ წამიერი ეპიზოდები იყო.

„ლივერპულს“ ძალიან დატვირთული კლენდარი აქვს, თუკი მომავალ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატსაც გავიხსენებთ. ამიტომ, ასეთი „გამსვლელი“ მატჩები ჰაერივით სჭირდება. თანაც, „წითლებმა“ უკვე ისწავლეს ასეთ მატჩებში ქულების არდაკარგვა.

მერსისაიდელები კვლავ ლიდერები არიან.

იგივე ითქმის „სიტიზეც.“ „ბრაიტონი“ მისი ტოლი არ არის. საქმე იმანაც გააიოლა, რომ კევინ დე ბრუინმა უკვე მეორე წუთზე გახსნა ანგარიში. მერე კი ყველაფერი მოხერხების საქმე იყო. „ქალაქელები“ მშვიდად აკონტროლებდნენ ბურთს და მეტოქის შეცდომებს ელოდნენ - ჯამში 4:0.

დუბლით გამოირჩა სერხიო აგუერო. 6 გოლით არგენტინელი სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას.

„ჩელსის“ სტაბილურობამდე ჯერ ბევრი უკლია. ფრენკ ლამპარდი თავისი ფილოსოფიის მორგებას ცდილობს მოთამაშეებისთვის. ამიტომ, დახვეწას დრო სჭირდება. სეზონის სტარტზე კი მათგან ყველაფერს შეიძლება ელოდო.

არადა, მეორე გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. ტემი აბრაჰამმა დუბლი მიითვალა (ეს მისი მეორე დუბლია წლევანდელ სეზონში) და 2:0 იგებდნენ, მაგრამ ჯერ კალუმ რობინსონმა გაიტანა ერთი საპასუხო. ბოლო წუთზე კი კურტ ზუმამ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში - 2:2.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ აგრძელებს ქულების კარგვას. პირველ ტურში „ჩელსის“ განადგურების შემდეგ (4:0), მანკუნიანელთა ქომაგებმა ვარდისფერი სათვალეები მოირგეს და წარმატებული სეზონისთვის განეწყვნენ. მაგრამ, აი, უკვე მესამე ტურია „იუნაიტედი“ ვეღარ იგებს, თანაც მოწინააღმდეგეებიც არ ჰყავდა მაინცდამაინც ძლიერები.

ამჯერად სულშერის ბიჭები „საუთჰემპტონს“ დაუზავდნენ (1:1). ანგარიში კი მალევე გახსნეს. მორიგი შედევრი შემოგვთავაზა ჭაბუკმა დენიელ ჯეიმსმა. უელსელი ახალწვეული ლამის გოლის გარეშე აღარ გადის მინდვრიდან. 4 მატჩში უკვე სამჯერ დაარტყა ზუსტად, თანაც როგორები. ამჯერადაც საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო ბურთი და უძლიერესი გაისროლა შორეულ „ცხრიანში.“ დაახლოებით ასეთივე გოლი გაიტანა წინა ტურში „კრისტალ პალასთანაც.“

ხსენებაზე, საინტერესოდ დაიწყო სეზონი „კრისტალ პალასმა.“ როი ჰიჯსონის შეგირდებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, 7 ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე დადგნენ.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-4 ტური. 31 აგვისტო

საუთჰემპტონი - მანჩესტერი 1:1

საუთჰემპტონი. „სენტ მერისი.“ 30 499

0:1 ჯეიმსი (10), 1:1 ვესტერგორი (58)

საუთჰემპტონი: განი, სედრიკი, ვესტერგორი, ბედნარეკი, დანსო, რომეუ, უორდ-პროუსი, ბუფალი (არმსტრონგი 71), ჰოიბერგი, ინგზი (იოშიდა 77), ადამსი (ლონგი 62)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, იანგი, ვან-ბისაკა, პოგბა, მატა (მატიჩი 68), პერეირა (ლინგარდი 68), ჯეიმსი, მაკტომინეი (გრინვუდი 82), რაშფორდი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: დანსო (19), არმსტრონგი (90+6); მაგუაირი (40), იანგი (90+4)

გაძევება: დანსო (73)

სიტი - ბრაიტონი 4:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 386

1:0 დე ბრუინი (2), 2:0, 3:0 აგუერო (42, 55), 4:0 ბერნარდუ სილვა (79)

სიტი: ედერსონი, უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი (ფერნანდინიო 37), ზინჩენკო, როდრი, დე ბრუინი (გიუნდოგანი 70), დავიდ სილვა (ბერნარდუ სილვა 78), მაჰრეზი, სტერლინგი, აგუერო

მწვთნელი: პეპ გვარდიოლა

ბრაიტონი: რაიანი, ბერნი, დანკი, უებსტერი, მონტოია, პროპერი, სტივენსი, ბერნარდო (მიურეი 67), მარჩი, მოპე (კონოლი 66), ტროსარი (გროსი 74)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ლაპორტი (36); დანკი (79)

ჩელსი - შეფილდი 2:2

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 560

1:0, 2:0 აბრაჰამი (19, 43), 2:1 რობინსონი (46), 2:2 ზუმა (89, საკ. კარში)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ზუმა, ტომორი, ემერსონი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბატშუაი 83), პულიშიჩი, ბარკლი (ვილიანი 60), მაუნტი, აბრაჰამი (გილმორი 84)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

შეფილდი: ჰენდერსონი, ო’კონელი, ბეშამი (ოსბორნი 84), ეგანი, ბოლდოკი, სტივენსი, ლუნდსტრამი, ფრიმენი (მუსე 79), ნორვუდი, მაკბერნი (მაკგოლდრიკი 63), რობინსონი

მწვრთნელი: კრის ვაილდერი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: მაკბერნი (45+1)

ბარნლი - ლივერპული 0:3

ბარნლი. „ტერფ მური.“ 21 762

0:1 ვუდი (33, საკ. კარში), 0:2 მანე (37), 0:3 ფირმინო (80)

ბარნლი: პოუპი, ლოუტონი, ტარკოვსკი, მი, პიტერსი, მაკნილი, კორკი, ვესტვუდი, ლენონი, ბარნსი (როდრიგესი 73), ვუდი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 71), ვეინალდუმი, მანე (ორიჯი 85), სალაჰი, ფირმინო (შაჩირი 85)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება არ ყოფილა

ვესტ ჰემი - ნორვიჩი 2:0

1:0 ალე (24), 2:0 იარმოლენკო (56)

კრისტალ პალასი - ასტონ ვილა 1:0

1:0 აიუ (73)

გაძევება: მაჰმუდ ტრეზეგე (54, ასტონ ვილა)

ლესტერი - ბორნმუთი 3:1

1:0 ვარდი (12), 1:1 უილსონი (26), 2:1 ტილემანსი (41), 3:1ვარდი (73)

ნიუკასლი - უოტფორდი 1:1

0:1 ჰიუზი (2), 1:1 შერი (41)

სტატისტიკა
0.263716