ფეხბურთი

23:36 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკმა" ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემპტონის" 25 წლის შემტევი მოჰამედ ელიუნუსი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "სელტიკში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გლაზგოელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მოჰამედი "წმინდანებმა" 2018 წელს "ბაზელიდან" დაიმატეს, თუმცა გასულ სეზონში შემტევმა შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ელიუნუსი 2014 წლიდან ასპარეზობს და 24 შეხვედრაში თავი ხუთჯერ გამოიჩინა.

0.114947