ფეხბურთი

18:49 | 31.08.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ნეიმარმა „რეალში“ გადასვლაზე უარი თქვა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარვარსკვლავი, ნეიმარი, მადრიდის „რეალში“ აღარ გადავა - გვამცნობს Sport.es. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ უთხრა.

საფრანგეთის ჩემპიონატის „ნიმთან“ მე-4 ტურის მატჩის შემდეგ, ლეონარდომ განაცხადა, რომ მადრიდელებს არცკი დაუწყიათ მოლაპარაკება 27 წლის თავდამსხმელთან, რადგან მან ისინი თავიდანვე გააფრთხილა, რომ „რეალში“ გადასვლას არ აპირებდა.

ისიც ცნობილია, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩენას აღარ აპირებს.ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი 2 სექტემბერს იხურება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.06646
სარეკლამო ადგილი - 99
X x X