ფეხბურთი

13:36 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩო მონრეალი ესპანეთში დაბრუნდა

ვეტერანი ესპანელი მცველი ნაჩო მონრეალი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „სოსიედადში“ გააგრძელებს. აღნიშნული ცნობა დაადასტურა, როგორც ბასკური გუნდის, ისე „არსენალის“ ვებგვერდმა.

მონრეალი სან სებასტიანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

33 წლის ნაჩოს კარიერა მშობლიურ „ოსასუნაში“ დაიწყო, საიდანაც „მალაგაში“ გადავიდა. 2013 წლიდან კი „არსენალის“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 250 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი შეასრულა.

0.112892