ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტური გამოტოვა, რადგან „აპოლონთან“ შეხვედრა გარკვეული ვადით გადაიდო. სამაგიეროდ, ამხანაგურ თამაში ჩაატარა „ეთნიკოსის“ წინააღმდეგ და 3:1 იმარჯვა.
თემურ ქეცბაიამ სპარინგში შემადგენლობა გადაახალისა და სასტარტოში ქართველები არ ყოფილან.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მინდორზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც 70-ე წუთზე გოლი გაიტანა, ორ წუთში კი რაიოსს საგოლე პასიც გაუკეთა.
შეგახსენებთ, კვიპროსის ჩემპიონატი გასულ უიქ-ენდზე დაიწყო და „ანორთოსისმა“ პირველ ტურში აელ-თან უგოლო ფრე ითამაშა.