ფეხბურთი

1:48 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" კასერესი დაიმატა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ მარტინ კასერესი დაიმატა. როგორც „იების“ ვებგვერდი წერს, ურუგვაელ ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.

კასერესი „ფიორენტინას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სამხრეთ ამერიკელი ბოლოს ტურინის „იუვენტუსში“ ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ მარტინი ტურინელთა რიგებში სამჯერ ირიცხებოდა, 2009-2010, 2012-2016 და 2019 წელს. გარდა ამისა, იტალიაში „ვერონასა“ და „ლაციოს“ მაისურიც მოურგია.

სხვადასხვა პერიოდში კი, „დეფენსორის“, „უელვას“, „ბარსელონას“, „სევილიისა“ და „საუთჰემპტონის“ ღირსებასაც იცავდა.

0.111406