ფეხბურთი

21:14 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში მოახლოებული ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„სკუადრა აძურა“ 5 სექტემბერს, ერევანში სომხეთს ეთამაშება, სამი დღის მერე კი ტამპერეში ფინეთს ეწვევა.

მანჩინის რჩეულთა სია კი ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), პირლუიჯი გოლინი (ატალანტა), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატია დე შილიო (იუვენტუსი), ემერსონი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლუკა პელეგრინი (კალიარი), ალესიო რომანიოლი (მილანი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (შანხაი შენჰუა, ჩინეთი), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კევინ ლასანია (უდინეზე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11106