"ველეს სარსფილდის' ნახევარმცველი ნიკოლას დომინგესი 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე იჯარის წესით "ბოლონიაში" გაატარებს. აღნიშნული ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. "ბოლონიას" გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
დომინგესი "ველეს სარსფილდის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ ნიკოლასმა 65 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 12.5 მილიონი ევროა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამოიკვეთა ინტერის უპირატესობაც
მილანი კიდე ტრადიციულათ არასტაბილურობა ემართება
იუვე ისევ თავის სტილში იგებს
ნეტა ბოლოს როდის იყო იუვე პირველ ადგილზე