თამაშგარე

11:52 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის ცხოვრება ესპანელი მწერლის მუზა გახდა

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არასოდეს დაგვზარებია ლეო მესის ოჯახზე წერა და იმასაც სულ ავღნიშნავდით, რომ არგენტინელი ვარსკვლავი მთელი ცხოვრება თავისი ცოლის, ანტონელა რეკუზოსადმი გასაოცარ ეერთგულებას ამჟღავნებდა, რაც თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელია.

ლაიონელის ხასიათის ეს შტრიხები უყურადღებოდ არც სამწერლო საზოგადოებას დარჩენია და სწორედ ამის გაგრძელებაა ის ამბავი, რომ ესპანელმა ჟურნალისტმა და მწერალმა, ვინმე ხუან მენდესმა წიგნის წერას მიჰყო ხელი, რომელიც არა მესის კარიერას, არამედ მის ოჯახს და ოჯახურ ცხოვრებას მიეძღვნება.

ლეო მესი და მისი მეუღლე ირწმუნებიან, რომ ხუან მენდესთან მათ კომუნიკაცია მხოლოდ ერთხელ ქონდათ და მწერლისთვის არც თანხა გადაუხდიათ. ეს პრინციპში დასაჯერებელიცაა, რადგან მენდესმა მესის კარეშეც ძალიან კარგად იცის, რომ ლაიონელის პირადი ცხოვრების შესახებ წიგნი წესით კარგად უნდა გაიყიდოს.

0.135582