ფეხბურთი

22:30 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური „დინამო თბილისის“ გამარჯვებით გაიხსნა. ფელის ვისენტეს გუნდმა საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლა, რომელიც არ დაინდო და 5:0 გაანადგურა.

წინა ტურში „დინამომ“ „რუსთავთან“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, ორი ქულა დაკარგა და ბუნებრივია, დღევანდელ მატჩს სრული კონცენტრაციით შეხვდა. ეს შედეგშიც აისახა, რადგან მასპინძლებს სტუმრებისთვის შანსი არ დაუტოვებიათ.

გამოირჩა ლევან კუტალია, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჯერ გიორგი ქიმაძის გადაცემას შედეგიანად შეაგება თავი, მეორე ტაიმში კი, ინდივიდუალურად გაისარჯა ჩინებულად და დუბლის ავტორი გახდა. ამ გოლებს შორის იყო ნოდარ ქავთარაძის შედეგიანი დარტყმაც.

ბოლოსკენ კი, ცვლილებაზე შესული ფეხბურთელების ჯერ დადგა. ჯერ აკაკი შულაიამ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა ზუსტად, ერთ წუთში კი მცველის უხეირო გარჯით კვამე კარიკარიმ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შედეგად, „დინამომ“ 51 ქულა დააგროვა და კონკურენტ ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით გაუსწრო. „დილას“ კი გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა და 27 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება.

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 კუტალია (13), 2:0 ქავთარაძე (29), 3:0 კუტალია (57), 4:0 შულაია (87), 5:0 კარიკარი (88)

0.11702