ფეხბურთი

0:00 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმმა" ლოკადია დაიმატა

"ბრაიტონმა" ჰოლანდიელი თავდამსხმელი იურგენ ლოკადია "ჰოფენჰაიმში" ერთი წლით გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ინგლისურმა კლუბმა ლოკადია 2018 წლის ზაფხულში პსვ-დან 17 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში იურგენმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114961