ფეხბურთი

21:48 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდში პირველადაა გამოძახებული აარონ ვან-ბისაკა, ასევე ტაირონ მინგსი, მეისონ მაუნთი და ჯეიმს მედისონი.

ინგლისი 7 სექტემბერს ლონდონში ბულგარეთს დაუპირისპირდება, ხოლო კოსოვოს საუთჰემპტონში მიიღებს. ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუთგეიტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ტომ ჰიტონი ("ასტონ ვილა"), ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი"), პიკ პოული ("ბარნლი");

მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯო გომესი (ორივე "ლივერპული"), ბენ ჩილუელი ("ლესტერი"), მაიკლ კინი ("ევერტონი"), ჰარი მაგუაირი, აარონ ვან-ბისაკა (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ტაირონ მინგსი ("ასტონ ვილა"), დენი როუზი ("ტოტენჰემი"), კირან ტრიპიერი ("ატლეტიკო", ესპანეთი);

ნახევარმცველები: როს ბარკლი, მეისონ მაუნთი (ორივე "ჩელსი"), ჯორდან ჰენდერსონი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ორივე "ლივერპული"), ჯეიმს მედისონი ("ლესტერი"), დეკლან რაისი ("ვესტ ჰემი"), ჰარი უინკსი ("ტოტენჰემი");

თავდამსხმელები: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), ჯესი ლინგარდი, მარკუს რეშფორდი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდი", გერმანია), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), კალუმ უილსონი ("ბორნმუთი");

0.127837