უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის წილისყრა მონაკოში, დასრულდა. შედეგად, 32 გუნდი რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა და ყველა ქვეჯგუფი დაკომპლექტდა.
ყველაზე საინტერესოდ შედეგებიდან გამომდინარე D და F ჯგუფები მოსჩანს. წილისყრის საბოლოო შედეგები კი ასეთია:
A ჯგუფი
"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)
"რეალი" (ესპანეთი)
"ბრიუგე" (ბელგია)
"გალათასარაი" (თურქეთი)
B ჯგუფი
"ბაიერნი" (გერმანია)
"ტოტენჰემი" (ინგლისი)
"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი)
"ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი)
C ჯგუფი
"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)
"შახტარი" (უკრაინა)
"დინამო" (ხორვატია)
"ატალანტა" (იტალია)
D ჯგუფი
"იუვენტუსი" (იტალია)
"ატლეტიკო" (ესპანეთი)
"ლევერკუზენი"(გერმანია)
"ლოკომოტივი" (რუსეთი)
E ჯგუფი
"ლივერპული" (ინგლისი)
"ნაპოლი" (იტალია)
"ზალცბურგი" (ავსტრია)
"გენკი" (ბელგია)
F ჯგუფი
"ბარსელონა" (ესპანეთი)
"დორტმუნდი" (გერმანია)
"ინტერი" (იტალია)
"სლავია" (ჩეხეთი)
G ჯგუფი
"ზენიტი" (რუსეთი)
"ბენფიკა" (პორტუგალია)
"ლიონი" (საფრანგეთი)
"ლაიფციგი" (გერმანია)
H ჯგუფი
"ჩელსი" (ინგლისი)
"აიაქსი"(ჰოლანდია)
"ვალენსია" (ესპანეთი)
"ლილი" (საფრანგეთი)
აქვე, გაგაცნობთ სეზონის განრიგს (კალენდარი ოდნავ მოგვიანებით დადგინდება და ოპერატიულად გაგაცნობთ):
17/18 სექტემბერი - ჯგუფური ეტაპი, I ტური
1/2 ოქტომბერი - ჯგუფური ეტაპი, II ტური
22/23 ოქტომბერი - ჯგუფური ეტაპი, III ტური
5/6 ნოემბერი - ჯგუფური ეტაპი, IV ტური
26/27 ნოემბერი - ჯგუფური ეტაპი, V ტური
10/11 დეკემბერი - ჯგუფური ეტაპი, VI ტური
16 დეკემბერი, მერვედფინალის წილისყრა
18/19/25/26 თებერვალი - მერვედფინალის პირველი მატჩები
10/11/17/18 მარტი - მერვედფინალის საპასუხო მატჩები
20 მარტი, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა
7/8 აპრილი - მეოთხედფინალის პირველი მატჩები
14/15 აპრილი - მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები
28/29 აპრილი - ნახევარფინალის პირველი მატჩები
5/6 მაისი - ნახევარფინალის საპასუხო მატჩები
შაბათი, 30 მაისი: ფინალი - სტამბოლი, „ათათურქ ოლიმპიათ სტადი“.