საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
დეშამმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:
მეკარეები: ვინსენ არეოლა (პსჟ), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მაინანი (ლილი)
მცველები: ლუკას დინიე (ევერტონი, ინგლისი), აიმერიკ ლაპორტი (სიტი, ინგლისი), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), კლემენ ლენგლე (ბარსელონა, ესპანეთი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია)
ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), მუსა სისოკო (ტოტენჰემი), სტივენ ნ’ზონზი (გალათასარაი, თურქეთი), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი)
თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო, საფრანგეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ტომას ლემარი (ატლეტიკო, საფრანგეთი), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ნაბილ ფეკირი (ბეტისი, ესპანეთი), ჯონათან იკონი (ლილი)
საფრანგეთის ნაკრები 7 და 10 სექტემბერს, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ალბანეთისა და ანდორის ნაკრებებს "სტად დე ფრანსზე" უმასპინძლებს.