„პარი სენ ჟერმენის“თავდამსხმელის, ნეიმარის სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ბრაზილიელი „ბარსელონაში“ დაბრუნდება.
შეთანხმება შედგა, როგორც კლუბებს, ისე ფეხბურთელსა და ესპანურ გრანდს შორის. ამ ეტაპზე ტრანსფერის ზუსტი დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ნეიმარის ტრანსფერის „ბარსა“ უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში თამაშობდა და პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. თუმცა, ბრაზილიელის ფრანგული თავგადასავალი სკანდალური და წარუმატებელი გამოდგა.