ფეხბურთი

18:20 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარმა" ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა

დონეცკის „შახარტის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის კაშტრუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავაც შეიყვანა. „შახტარის“ მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ წილისყრა სულ მალე დაიწყება და შესაბამისად, მათი ვინაობაც გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ წილისყრამდე ხოჭოლავამ პროგნოზი გააკეთა და მისი ვარაუდით, "შახტარის" მეტოქეები "ლივერპული", ზაგრების "დინამო" და "სლავია" იქნებიან.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 3 მატჩი ჩაატარა, ორჯერ კი თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119359