უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ოფიციალური ბურთი წარმოადგინა. ცხადია, ახალი ბურთის დიზაინი Adidas-მა შექმნა, რომელიც უეფას ტრადიციული პარტნიორია.
ლურჯი ბურთის დიზაინი გაფორმებულია თეთრი ვარსკვლავებით და შავი კიდეებით, ხოლო დანარჩენი სფერო ყვითელი, წითელი და შავი ფერებისგან შედგება.
აქვე გეტყვით, რომ დღეს, 20:00 საათიდან ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.