ფეხბურთი

15:50 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" დოლბერგი საფრანგეთში გაასხვისა

ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი კასპერ დოლბერგი „ნიცაში“ ითამაშებს. ტრანსფერო ორივე გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჰოლანდიურმა გუნდმა დანიელის სანაცვლოდ 20.5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო „ნიცამ“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

სკანდინავიელი „აიაქსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 118 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პერიოდში ჰოლანდიური გრანდის მაისურით უფრო შედეგიანად არავის უთამაშია.

0.114582