ფეხბურთი

15:23 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრის სმოლინგი სერია A-ში ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი კრის სმოლინგი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ რომაული გამოცემა Corriere Dello Sport-ი ამის შესახებ დარწმუნებით იტყობინება.

ინგლისელი „რომას“ ერთწლიანი მშრალი იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე) შეუერთდება და იტალიელებს ეს ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

„ჯალოროსის“ აქამდე დეიან ლოვრენსა და დანიელე რუგანის უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოო არჩევანი 29 წლის ინგლისელზე შეჩერდა.

სმოლინგმა კარიერა ლონდონის „ფულჰემში“ დაიწყო, საიდანაც 2010 წელს „მანჩესტერში“ გადავიდა. „წითელ ეშმაკებმა“ კრისმა 9 სეზნში 323 თამაში ჩაატარა და 18 გოლის გატანა მოახერხა. ინგლისის ნაკრებში კი 31-ჯერ უთამაშია და 1 გოლი გაიტანა.

0.116125