ფეხბურთი

14:50 | 29.08.2019 | ნანახია NaN - ჯერ

"ინტერმა" იტალიელი მცველი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ იტალიის ნაკრების მცველი კრისტიანო ბირაგი დაიმატა. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

„ინტერს“ დამდეგ ზაფხულს ბირაგის გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლება. „ფიორენტინამ“ კი 26 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ ამავე პოზიციაზე მოთამაშე დალბერტი ასევე 1-წლიანი იჯარით დაუთმო, თუმცა ფლორენციელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

ბირაგი „ინტერის“ აკადემიის აღზრდილია, მაგრამ მთავარ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. სხვადასხვა დროს „იუვე სტაბიას“, „ჩიტადელას“, „კატანიას“, „კიევოს“, „გრანადას“, „პესკარას“ ღირსებას იცავდა, ხოლო „ფიორენტინაში“ 2017 წლიდან ირჯებოდა.

იტალიის ნაკრებში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა და 5 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:51 | 30.04.2014
popof (463)

ღირსეული შემცვლელი უნდა დატოვო ისე არ ვერ წახვალ ..და ერთ ლიგის თასს იმსახურებ ჯონ ..წელს უნდა აწიო

19:49 | 30.04.2014
რაჭა (10043)

ეს სხვაგან არც წარმომიდგენია

19:48 | 30.04.2014
aristokrat-gio (678)

დღეს არ უნდა გაახარო მადრიდელი ჭუჭუები და განსაკუთრებით ეგ სამშობლოს მოღალატე

19:39 | 30.04.2014
Belgium's Golden Generation (2133)

აუცილებლად ჯონ შენ ჩვენი ყველაზე დიდი ლეგენდა ხარ... იმედია ერთელაც მწვრთნელად გიხილავთ

0.080945