ფეხბურთი

13:51 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გასკოინი: „არ მგონია, ვინმემ „მანჩესტერ სიტი“ შეაჩეროს“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, პოლ გასკოინმა, დაასახელა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვდებიან.

„მანჩესტერ სიტის“ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. „ტოტენჰემს“ ასეთები არ ჰყავს და მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს, მაურისიო პოჩეტინოს ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება მოუწევს.

„ლივერპულიც“ ძლიერია, მაგრამ არ მგონია, ვინმემ „სიტი“ შეაჩეროს, ისინი კვლავაც გააგრძელებენ ძვირიანი ფეხბურთელების ყიდვას და ეს საშიშია.

ვფიქრობ, ოთხეულში „სიტი,“ „ლივერპული,“ „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნებიან.“ - ციტირებს გასკოინის სიტყვებს Mirror.

0.120414