„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ახლოსაა „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან. Sport-ის ინფორმაციით, კატალონელებმა ფრანგებს ახალი წინადადება შესთავაზეს, რომელიც 125 მილიონ ევროს, ივან რაკიტიჩსა და უსმან დემბელეს მოიცავს.
ხორვატი პსჟ-ში სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდება, ხოლო დემბელე - იჯარით.
გარდა ამისა, ესპანურმა მედიამ დაასახელა თარიღი, როდესაც „ბარსა“ ბრაზილიელის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს: 29 აგვისტო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა გასულ სეზონში 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. პარიზელებთან მას კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.