მსოფლიოში ცნობილი ესპანური სერიალის, ქაღალდის სახლის, მეოთხე სეზონში პსჟ-ს ბრაზილიელ შემტევს ნეიმარს ვიხილავთ, აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.
"საკუთარი ოცნება ავიხდინე. საყვარელი სერიალის ნაწილი გავხდი, ეს ჩემთის დიდი შესაძლებლობა და პატივია. დიდი მადლობა ქაღალდის სახლს"- განაცხადა ნეიმარმა.
სერიალში ნეიმარს რა როლი აქვს უცნობია. მეოთხე სეზონი, სავარაუდოდ 2020 წლის დასაწყისში გამოვა.