ჩოგბურთი

13:12 | 28.08.2019 | ნანახია 3147 - ჯერ

ჯერ ბოლქვაძე, მერე – ბასილაშვილი
აშშ-ს ღია პირველობის მე-2 წრეში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს

28 აგვისტო ქართული ჩოგბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა. აშშ-ს ღია პირველობის ძირითადი ბადის მე-2 წრეში ერთბაშად 2 ქართველი ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ითამაშებს, რაც ისტორიული მოვლენაა.

მარიამობას პირველი კორტზე 21 წლის მარიამ ბოლქვაძე გავა (თბილისის დროით 20:00 საათიდან), მისი მეტოქე კი ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი ჩეხი კაროლინა პლისკოვა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ნიუ იორკში მიმდინარე შეჯიბრზე 3 საკვალიფიკაციო შეხვედრა მოიგო, ძირითად ბადეში კი მსოფლიოს 65-ე ჩოგანს, ამერიკელ ბერნარდა პერას 6:3, 5:7, 6:4 სძლია.
თავის მხრივ, პლისკოვამ, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება, თანამემამულე ტერეზა მარტინცოვასთან მოულოდნელად დიდი ბრძოლა გადაიტანა და მხოლოდ ტაი-ბრეიკებზე იმარჯვა – 7:6 (8:6), 7:6 (7:3).
საინტერესოა, რომ ბოლქვაძისა და პლისკოვას შერკინება ცენტრალურ – არტურ ეშის სახელობის კორტზე ჩატარდება, სადაც მოგვიანებით შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სერენა უილიამსიც ითამაშებენ.
ვთქვათ ისიც, რომ მარიამი US Open-ის სტარტს მსოფლიო რეიტინგში 202-ე ადგილზე შეხვდა, ახლა კი, 398 ქულით უკვე 152-ე პოზიციაზე გახლავთ. ცხადია, ჩეხ ჩოგბურთელთან გამარჯვება უდიდესი სენსაცია იქნება, რაც ქართველ გოგონას კიდევ 60 ქულას და მორიგ წინსვლას მოუტანს.

დღის ბოლოს მოუწევს თამაში 27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც აშშ-ს ღია პირველობის საწყის რაუნდში მძიმე ორთაბრძოლა გადახდა. მე-17 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტონ ფუჩოვიჩთან (უნგრეთი) 5 სეტი ჩაატარა და 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 იმარჯვა.
მე-2 რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ნაკლებად ცნობილი ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება. 18 წლის მასპინძელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 394-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, სენსაცია მოახდინა და საწყის შეხვედრაში მსოფლიოს ექს-მეოთხე ჩოგან ტომაშ ბერდიხს (ჩეხეთი) 6:1, 2:6, 6:4, 6:4 სძლია.
გასაკვირი არაა, რომ ბასილაშვილი ბრუკსბის კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მატჩი მე-5 კორტზე მე-4 წყებაში, ბერძენი მარია საკარისა და ჩინელი შუაი პენგის მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყება, ეს კი, გვიან ღამით იქნება.
ცნობისთვის, ბასილაშვილის აქტივში უკვე 1 850 ქულაა და ის ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე იმყოფება. თუკი ნიკოლოზმა ბრუკსბის დამარცხებაც მოახერხა, დამატებით 45 ქულას მიიღებს და კლასიფიკაციაში მე-15 ადგილზე გადაინაცვლებს, რაც მისი ახალი მიღწევა იქნება.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:37 | 28.08.2019
naiki (5503)

არაუშავას კარგია რომ უკეთესად ითამაშა მეორე სეტში - ფსიქოლოგირად ადვილი არაა ცენტრალურ კორტზე პირველად თამაში გარემოს რომ თავი დავანებოთ ამხელა აუდიტორიის წინაშე, აკუსტიკაც სხვანაირია თან მაგ ხმაურიან ამერიკის კორტებზე - მითუმეტეს დახურული ყოფილა კორტი და კიდე უფრო აძლიერებს ხმაურს
კარგი იყო რაც შეიძლება დიდხანს ეთამაშა, ფაქტია რო მეორე სეტში უკვე მიეჩვია და ცოტა რაღაცეები გადალახა თავისთავში
- მოკლედ მაინც კარგია რომ კარგი გამოცდილება მიიღო იმით რომ რეიტინგის მესამე ნომერს ეთამაშა და თანაც ცენტრალურ კორტზე და უშანსოდ არ წააგო

21:55 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

+

21:25 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

ისე, ეს ჩათლახი პლიშკოვა არასერიოზულად იყო განწყობილი და უაზროდ იღიმებოდა ხოლმე.. თუმცა, არამგონია, დიდი ხანი მომიწიოს ლოდინი, მაგის ცრემლების სანახავად ))

21:33 | 29.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი ეგრე იყო ნამდვილად და ძალიან მალე გააფარჩაკებენ ორ სეტში

21:29 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

კაროლინი ასეთი ნა ბო ძ##ვარი პიროვნებაა ყველგან,

21:58 | 28.08.2019
iceman (2988)

პლისკოვას წაგებაზე უნდა სევაგდო უეჭველი წააგებს შემდეგ ეტაპზე ცოტა გამოცდილ იგროკთათ

21:00 | 28.08.2019
ალექსანდრე (6188)

სამხედრო ჰოსპიტალიდან თუ ლაზარეთიდან გამოწერილს წააგავს. მეცოდება რარაცნაირად.

20:46 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

ძაან ცუდად თამაშობს - დაძაბულია, რატომღაც..

21:06 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

პირველ რიგში რაც მისასალმებელია , დაძაბულობა არ დამინახავს საერტოდ მარიამისთვის

21:18 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

ისიც აშკარაა, რომ მეორე სეტში გაცილებით უკეთ თამაშობს - ესეც, საწყისი დაძაბულობის მოხსნიდან გამომდინარე, ალბათ

21:13 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

გაცილებით მეტი ორმაგი და უნებლიე შეცდომა აქვს, ვიდრე წინა შეხვედრებში - აბა რას დავაბრალოთ?

21:24 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

ასეთი რანგის მეტოქესთან რომ არასდროს მოსწევია დაპირისპირება, აი იმას

21:26 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

..ხოდა, მეც მაგას ვამბობ )

21:32 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

კლასში განსხვავებაა მერე ეგ დაზაბულობა კი არა!

21:54 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

კლასში განსხვავების გამო დაუშვა, მაგალითად, ზედიზედ 3 ორმაგი შეცდომა?!
ვერ გავიგე, რას ამბობ..

21:57 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

ხო ძმა რომ იდგა საპირისპირო მხარეს პლიშკოვა და არა ამანმურადოვა შენც მართალი ხარ ეგაც დაძაბულობიდან გამომდინარეა

22:12 | 28.08.2019
O. Mertskhali (8101)

ნუ, შეგვიძლია სხვა სახელიც დავარქვათ, მაგრამ ფაქტია, ვერ აჩვენა თავისი თამაში - პირველ სეტში, განსაკუთრებით

20:17 | 28.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დაიწყო მარიამის თამაში მშვენივრად დაიწყო ევროსპორტზეა

20:22 | 28.08.2019
berodaviti (4285)

სამწუხაროდ ორივე ფეხი შეხვეული აქვს...

20:35 | 28.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი და მარტივად მარცხდება

19:44 | 28.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რა დროს წვიმებია

19:37 | 28.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ნიკას უეჭველი მოსაგები აქვს და მოიგებს აი მარიამს ძაან რთული შეხვედრა აქ და მოგება არც უნდა მოვთხოვოთ მაგრამ რა თქმა უნდა ბრძოლა შეიძლება და გამარჯვებაც მითუმეტეს პლიშკოვას ახასიათებს შეცდომები

19:22 | 28.08.2019
iceman (2988)

ბოლქვაძის სტრიმი მომწერეთ ვინმემ

19:43 | 28.08.2019
berodaviti (4285)

stripslashes((strlen('https://sportcast.fun/enx/eventinfo/838352_mariam_bolkvadze_karolina_pliskova_/')>0?'https://sportcast.fun/enx/eventinfo/838352_mariam_bolkvadze_karolina_pliskova_/':'https://sportcast.fun/enx/eventinfo/838352_mariam_bolkvadze_karolina_pliskova_/'))
აქ უნდა დაიდოს სტრიმები დაწყებამდე, დაწყების დრომ გადაიწია სავარაუდოდ 9 საათამდე...

19:47 | 28.08.2019
berodaviti (4285)

stripslashes((strlen('http://cdn.sportcast.fun/webplayer.php?t=ifr&c=1229991&lang=en&eid=838352&lid=1229991&ci=278&si=4&check=1')>0?'http://cdn.sportcast.fun/webplayer.php?t=ifr&c=1229991&lang=en&eid=838352&lid=1229991&ci=278&si=4&check=1':'http://cdn.sportcast.fun/webplayer.php?t=ifr&c=1229991&lang=en&eid=838352&lid=1229991&ci=278&si=4&check=1'))

17:41 | 28.08.2019
PETRUCHO (48)

წარმატებები 2 ივეს.

17:27 | 28.08.2019
tengabi (182)

გილოცავთ მარიამობას! მისი მადლი და ძალა შეეწიოს ყველა ქართველს!

16:36 | 28.08.2019
berodaviti (4285)

გილოცავთ მარიამობას !
მარიამს განსაკუთრებულად მსურს მივულოცო, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო, დღეს გამარჯვება რთულია მაგრამ არა შეუძლებელი !
ნიკუშა იმედია იოლად გაიმარჯვებს !

15:18 | 28.08.2019
barcelona1991 (4821)

ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენების დღესასწაულას.მართლაც კარგად დაემთხვაა.შეეწიოს ღვთისმშობელი ჩვენს მარიამს.უნდა იბრძოლოს და ვინ იცის ეგებ მოიგოს კიდევ.

15:25 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

გილოცავ შენ და ყველა კაი მოფიქრს., შეგვეწიოს❤️..

15:42 | 28.08.2019
barcelona1991 (4821)

მეც გილოცავ ირაკლი.

14:07 | 28.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

სიმბოლურია - მარიამობას მარიამი ცენტრალურ კორტზე ითამაშებს.
თავად გაუკეთა საკუთარ თავს ეს საჩუქარი. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ ინერვიულებს. ან რა აქვს სანერვიულო ?
აი ნიკაზე კი ამას ვერ ვიტყვით. მოსაგები თამაში აქვს და ეს უკვე წნეხია.

14:33 | 28.08.2019
MatsSundin (1595)

ნამდვილად კორბენ! ეჰ იმხელა პოსტი დავწერე წეღან და სად გააქრო საიტმა ვერ გავიგე) ვუერთდები შენ სულისვეთებას (იმავეს ვწერდი მეც,მარიამობაზე და მარიამზე). შენც და ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამობას.

15:18 | 28.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ასევე ჯიგარო.

13:52 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

მარიამს დიდი ზეწოლა ახლავს ფსიქოლოგიურად და დიდი რუდუნებით გადალახავს იმედია ცენტრალზე პლიშკოვასან Us Openze არ უნდა იყოს მცირე

13:53 | 28.08.2019
Sport With pleasure (4571)

ბასილამ თავის დროზე ასეტივე დაახლოებით წნეხს ვერ გაუზლო მიდი მარიამ

13:41 | 28.08.2019
ogafa (10211)

ორივეს მოგებბაა

0.120286