თამაშგარე

11:18 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტანვარჯიშზე შეყვარებული ბელორუსი მოდელი

ერთ ულვაშებიან ფრიად უცნაურ კაცს თუ არ ჩავთვლით, ბელორუსიდან მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანი მინსკელი მოდელი მარინა ლინჩუკია, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკიდან გაითქვა და დღეს სამოდელო საქმეებში ჩახედულთ ამ ქალის სახელი ერთთავად პირზე აკერიათ.

მარინა ლინჩუკის პოპულარობის შესახებ წარმოდგენა რომ შეგექმნათ მხოლოდ იმას გეტყვით,რომ 2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო ჟივანშის, გუჩის, მაიკლ კორსის, პრადას, კრისტიან ლაკროქსის, დიორის, ვერსაჩეს, ბალმენის, ლუი ვიტონის, ვალენტინოს და ბევრი სხვა ლეგენდარული დიზაინერის ჩვენებებში.

ასეთი დიდი პოპულარობის მიუხედავად ბევრმა არ იცის, რომ მარინა ლინჩუკი სპორტული ტანვარჯიშით ბავშვობიდანაა დაკავებული და დღესაც სპორტულ დარბაზში მისი ხილვა ჩვეული ამბავია. ბელორუს ტანმოვარჯიშეებს კი მუდმივად ქომაგობს და რამდენიმე ახალგაზრდა გოგონას საკუთარი ხარჯებით უცხოეთში გამართულ ტურნირებზე გამგზავრებაც დაუფინანსა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152395