ფეხბურთი

9:48 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მანჯუკიჩით დაინტერესდა

„პარი სენ-ჟერმენი“ ტურინის „იუვენტუსს“ მარიო მანჯუკიჩის შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრება - გვამცნობს ჟუნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

წყროს ცნობით, პარიზული კლუბი ხორვატის სასწრაფოდ შეძენას იმიტომ ეშურება, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, „ტულუზასთან,“ ორი მთავარი თავდამსხმელი, კილიან მბაპე და ედინსონ კავანი დაუშავდა, რომლებიც დაახლოებით ერთ თვეს ვერ ითამაშებენ.

მანჯუკიჩით მიუნხენის „ბაიერნიც“ ყოფილა დაინტერესებული. ბავარიულ კლუბში 33 წლის ხორვატი 2012-14 წლებშიც თამაშობდა.

„იუვენტუსში“ მარიო 2015 წელს გადავიდა „ატლეტიკოდან.“ სატრანსფერო თანხამ 21 მილიონი ევრო შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132421