ფეხბურთი

3:15 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელგრადში სტადიონის წინ ტანკი გამოჩნდა

ბელგრადში, „რაიკო მიტიჩის“ სტადიონის წინ ტანკი გამოჩნდა. ეს ყველაფერი კი, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩამდე, რომელშიც „ცრვენა ზვეზდა“ და „იანგ ბოიზი“ ხვდებოდნენ.

რატომ იყო ტანკი სტადიონთან? როგორც სერბული მედია იტყობინება, ეს მხოლოდ ვუკოვარის ალყის გასახსენებელი ჟესტი იყო. 28 წლის წინ ხორვატიასა და სერბეთს შორის ვუკოვარისთვის ბრძოლა დაიწყო, რომელიც სერბების გამარჯვებით დასრულდა. მოგვიანებით კი (1998 წელს) ქალაქის ინტეგრაცია ხორვატიასთან მშვიდობიანად მოხდა.

ხორვატიაში აღნიშნულ ჟესტს პროვოკაცია უწოდეს. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ნებოისა სტეფანოვიჩის განცხადებით, ტანკი ხალხისთვის საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ტანკზე ადიოდნენ და თამაშობდნენ, უფრო მოზრდილები კი სელფებს იღებდნენ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ფრედ 1:1 დასრულდა, რამაც „ცრვენა ზვეზდა“ ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. სერბთაგან გოლი ალეკსა ვუკანოვიჩმა გაიტანა, რომელიც 1991 წელს, ვუკოვარის ალყის დროს დაბადებულიც არ იყო.

0.123193