კატალონიის „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში გაემგზავრნენ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე. ესპანური მედიის ცნობით, „ბლაუგრანამ“ გეგმა შეიმუვა, რომელსაც ფრანგულ მხარეს წარუდგენს.
იჯარა გამოსყიდვის უფლებით, რომელიც 140 მილიონ ევროს შეადგენს ან 2021 წელს გამოსყიდვის უფლება, სანაცვლოდ კი 170 მილიონი ევრო და პლუს უსმან დემბელე, რომელიც „ბარსამ“ 2017 წელს 125 მილიონ ევროდ „დორტმუნდიდან“ შეიძინა.
მოგეხსენებათ, ნეიმარი მთელი ზაფხულის განმავლობაში გუნდის დატოვებას ლამობს და მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ში სამი ტური მიილია, განაცხადშიც არ მოხვედრილა.
ბრაზილიელისთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალიცაა“ ჩართული, პსჟ კი „სამეფო კლუბს“ გარიგებაშ ვინისიუს ჟუნიორის ჩართვას თხოვს. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარიზში 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, აგრამ როგორც საფრანგეთში თამაში 2 წლის თავზე მობეზრდა.