საქართველო

15:53 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: „არსენალთან“ მოგება სეზონის დასაწყისს გაგვილამაზებს“

„ტოტენჰემის“ ვარსკვლავი, ჰარი კეინი, ჟურნალისტებს პრემიერლიგს მე-4 ტურში, „არსენალთან“ მომავალი მატჩის შესახებ ესაუბრა.

„ყოველთვის სასიამოვნოა სანაკრებო პაუზას მოგებული შეხვდე. წინ დიდი მატჩი გველის „არსენალთან,“ ჩრდილოლონდონური დერბი. თუ გავიმარჯვებთ, სეზონის დასაწყისს გავილამაზებთ. ადვილი არ იქნება წარმატების მიღწევა, მაგრამ კარგად უნდა მოვემზადოთ და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყოთ.“ - უთხრა კეინმა Daily Mail-ს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, კეინმა ორი ბურთი გაიტანა „ასტონ ვილას“ კარში.

შეგახსენებთ, რომ მომავალი უქმეების შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება.

0.119616