ფეხბურთი

15:23 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა კლუბის გულშემატკივრებს თანადგომისთვის. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში „ტულუზას“ წინააღმდეგ, ჭაბუკმა ვარსკვლავმა მუხლის ტრავმა მიიღო და ექიმების დასკვნით, დაახლოებით ერთ თვეს ვერ ითამაშებს.

„დიდი მადლობა ყველას, ასეთი თბილი გზავნილებისთვის და თანადგომისთვის. დღეიდან აღდგენით პროცესს ვიწყებ, რათა მალე დავბრუნდე გუნდში.“ - დაწერა მბაპემ თავისი ტვიტერის გვერდზე.

იმ შეხვედრაში პსჟ-მა 4:0 გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143476