ფეხბურთი

14:17 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანს პოგბას გადაბირება ისევ სურს. „მანჩესტერი“ მინიმუმ 200 მილიონს ითხოვს

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, კვლავინდებურად სურს თანამემამულე პოლ პოგბას საკუთარ გუნდში ხილვა - წერს ესპანური Marca. ზიდანისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა პოგბას ამ ზაფხულსვე გადაბირება. არადა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დღეები დარჩა. ევროპული საფეხბურთო ბაზარი 2 სექტემბერს იხურება.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ზაფხულს, „რეალს“ სავარაუდოდ „ტოტენჰემის“ დანიელი, კრისტიან ერიკსენი, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ზიდანისთვის პრიორიტეტი მაინც პოგბაა.

თავად პოგბა „მანჩესტერისგან“ ტრანსფერს აღარ ითხოვს. თუმცა, თუ კლუბები მოილაპარაკებენ, მადრიდში გადასვლაზე უარს არ იტყვის.

„მანჩესტერი“ კი მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ „რეალი“ მინიმუმ 200 მილიონ ევროს შესთავაზებს.

0.117112