საკალათბურთო კლუბი “ტიტები” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს.
სუპერლიგას უბრუნდება 28 წლის ნიკა მეტრეველი, რომელმაც გასული სეზონი იტალიის სერია A2-ის “ბინადარ” “მანტოვაში” გაატარა და 16 მატჩში საშუალოდ 2.6 ქულა და 2.9 მოხსნა ჰქონდა. იმავე სეზონში ქართველმა კალათბურთელმა თსუ-ში თამაშიც მოასწრო და 9 შეხვედრაში საშუალოდ 10.9 ქულას, 5.8 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა.
მეტრეველს თამაში შეუძლია როგორც – ცენტრის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, პრაქტიკულად მთელი კარიერა კი იტალიის სხვდასხვა ლიგებში აქვს გატარებული.
ნიკა 16-წლის გაემგზავრა აპენინებზე, სადაც თავდაპირველად “მონტეპასკის” ასაკობრივ გუნდში იყო, 2008-2009 წლების სეზონში კი, პირველ გუნდში მოხვდა.
საქართველოს სუპერლიგაში მან პირველად 2013 წლის შემოდგომაზე “სოხუმში” იასპარეზა. სხვადასხვა დროს უთამაშია “შსს აკადემიაში”, “ოლიმპსა” და “თსუ-ჰიუნდაიში”.
დროის მოკლე პერიოდის მიუხედავად, მეტრეველს საქართველოში არსებული ყველა ტიტული აქვს მოგებული, ქვეყნის თასის გარდა.
ნიკას საქართველოს ნაკრებთან ერთად ორჯერ – 2013 და 2015 წლებში ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.
ნიკა მეტრეველი
დაიბადა 1991.01.14
სიმაღლე: 213 სმ
ამპლუა: 4/5
კარიერა
2008-2009 მონტეპასკი (იტალია)
2009-2010 მონფერატო (იტალია)
2010-2011 რიმინი (იტალია)
2011-2012 დინამო სასარი (იტალია)
2012-2013 ომენა (იტალია)
2013 სოხუმი
2013-2014 როზეტო შარქსი (იტალია)
2014 ნაპოლი (იტალია)
2015 შსს აკადემია
2015-2016 ორლანდინა (იტალია)
2016 რეჯია იუვე კასერტა (იტალია)
2017 სკაფატი (იტალია)
2017-2018 ოლიმპი
2018 თსუ
2019 მანტოვა (იტალია)
2019- ტიტები
ტიტულები
იტალიის ჩემპიონი 2009
იტალიის თასი 2009
საქართველოს ჩემპიონი 2015
სუპერთასი 2015
ქორქია - საკანდელიძის მემორიალი 2015
დუდუ დადიანის მემორიალი 2013 (შემოდგომა)
“ტიტებში” გააგრძელებს კარიერას სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი რიჩარდ მათიაშვილიც, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ის სუპერლიგაში საუბილეო მე-15 სეზონს ჩაატარებს.
წინა სეზონის პირველი ნახევარი მათიაშვილმა “ქუთაისში” გაატარა და გუნდთან ერთად სუპერთასი მოიგო, მეორე წრე კი ა-ლიგის კსუ-ში ჩაამთავრა.
რიჩარდ მათიაშვილი: “ძალიან სასიამოვნოა ისეთ ამბიციურ გუნდში თამაში, როგორიც “ტიტებია”. აქ გამოცდილი და ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი სინთეზია. ჩვენს გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ”.
რიჩარდ მათიაშვილი
დაიბადა: 1989.01.01
სიმაღლე: 208 სმ
ამპლუა: ცენტრი
კარიერა:
2004-2006 სტუ
2006-2007 თსუ
2007-2009 ავიამშენი
2009-2010 სსაუ
2010-2011 თსუ
2011-2013 ქუთაისი
2013-2014 ოლიმპი
2014-2015 დინამო თბილისი
2015-2016 ქუთაისი
2016-2017 სეუ-რინო (ა-ლიგა)
2017-2018 ქუთაისი
2019 კსუ (ა-ლიგა)
ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი
2005 2016
საქართველოს თასი
2005 2008 2015 2018
სუპერთასი
2009 2010 2018
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი
2008 2011 2016 2018
დუდუ დადიანის მემორიალი
2004 2011
“ტიტებში” ჩაირიცხა საქართველოს 20 წლამდე ნაკრების კალათბურთელი ალექსანდრე კაკუბერიც. ახალგაზრდა გამთამაშებელი გასულ სეზონში ა-ლიგაში “ორბი-არენას“ რიგებში თამაშობდა.
კაკუბერი სოხუმის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია, შემდეგ კი “ჰიუნდაისა” და “ზაზაში” ასპარეზობდა.
ალექსანდრე კაკუბერი: “მოხარული ვარ “ტიტებში” ჩარიცხვით. ჩემი არჩევანი პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა. ვფიქრობ, ლაშა გამყრელიძესთან კიდევ უფრო განვითარდები და გავიზრდები.
“ტიტებშია” ჩემი მეგობარი ზაურ ჯანელიძე, რომლისგანაც ვიცოდი თუ როგორი სისტებით ვარჯიშობს და თამაშობს გუნდი.
მინდა გუნდის ხემძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადავუხადო, ჩემი მხრივ კი, პირობას ვიძლევი, რომ ბოლომდე დავიხარჯები”.
ალექსანდრე კაკუბერი
დაიბადა: 1999.10.27
სიმაღლე: 183 სმ
ამპლუა: გამთამაშებელი
კარიერა:
2018-2019 ორბი-არენა
2019- ტიტები
“ტიტების” კიდევ ერთი ახალწვეული 24 წლის ამერიკელი მცველი აარონ კალიქსტეა, რომელმაც მცირე ხნის წინ, დალასში გამართულ საზაფხულო ლიგაში “ბუენოს აირესის” მაისურით ითამაშა და საშუალოდ 8.0 ქულა, 3.0 მოხსნა და 2.0 პასი ჰქონდა, გასულ სეზონში კი NCAA-ში, ოკლაჰომას კოლეჯში ირიცხებოდა და 34 მატჩში საშუალოდ 6.6 ქულას, 1.8 მოხსნასა და 2.1 პასს აგროვებდა.
მანამდე, კალიქსტე 4 წელი “მეინ ბლექ ბეარსის” კოლეჯში თამაშობდა. საინტერესოა, რომ “ოკლაჰომა სონერსის კოლეჯიდან” NBA-ში ბლეიკ გრიფინი და ბადი ჰილდი აიყვანეს, შარშან კი “ატლანტა ჰოუქსმა” მეხუთე პიკად ტრეი იანგი შეარჩია და კალიქსტე სწორედ მის შემცვლელად გადავიდა.
ამ დროისთვის, “ტიტები”, რომელსაც ლაშა-გიორგი გამყრელიძე ავარჯიშებს, ასე გახლავთ დაკომპლექტებული.
მცველები: ბესიკ ლეჟავა, თეიმურაზ ბაბუნაშვილი, დევინ სიბლი, აარონ კალიქსტე, ალექსანდრე კაკუბერი.
ფორვარდები: ნიკა მეტრეველი, ზაურ ჯანელიძე, ივანე მეგენეიშვილი.
ცენტრები: რიჩარდ მათიაშვილი, თეიმურაზ თავამაიშვილი.