მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, იმედი გამოთქვა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ნეიმარი, „სამეფო კლუბში“ გადავა.
„ძალიან მინდა ნეიმარი „რეალში“ ვიხილო, იმიტომ, რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ის ზიდანის გუნდს იმ თვისებებს შემატებს, რომლებიც აკლია.
ბრაზილიელი მნიშვნელონად გააძლიერებდა გუნდს, რათა მხოლოდ „ბარსელონასთან“ და „ატლეტიკოსთან“ კი არ იყოს კონკურენტუნარიანი ესპანეთის ჩემპიონატში, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებით ითამაშოს.“ - ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Goal.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში 2 სექტემბერს იხუება.