ფეხბურთი

11:46 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენმა „ტოტენჰემში“ დარჩენა გადაწყვიტა

„ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, ჩანს, შეეგუა, რომ ამ ზაფხულს მისი ტოპ კლუბში ტრანსფერი ვერ მოხერხდება. Daily Mail-ის ცნობით, ლონდონელებმა მას ახალი კონტრაქტი და კვირაში ჯამაგირად 220 ევრო შესთავაზეს, თუმცა დანიელი ამბობს, რომ საქმე ფულში არ არის.

ერიკსენი არ მალავდა, რომ ძალიან უნდოდა რომელიმე გრანდში გადასვლა, მაგრამ სერიოზული წინადადება მათგან ვერ მიიღო. სავარაუდოდ, დანიელი უარს იტყვის „დეზების“ ახალ შეთავაზებაზე, ერთ სეზონს კიდევ გაატარებს კლუბში და გაისად ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა სხვა კლუბში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება. გამოცემა წერს, რომ მისით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული, თუმცა „ტოტენჰემის“ მიერ მოთხოვნილ 55 მილიონ ევროს, სავარაუდოდ არ გადაიხდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121489