ფეხბურთი

10:53 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „თუ შევატყობ, რომ სამი წლის შემდეგ მუშაობას ვეღარ შევძლებ, პაუზას ავიღებ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, შეატყობს, რომ მუშაობას ვერ შეძლებს, პაუზას აიღებს.

„თუკი შევატყობ, რომ ვეღარ ვმუშაობ, ერთწლიან პაუზას ავიღებ და ამასობაში კარიერის მომავლის თაობაზე გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებ.

ენერგია ბევრი მაქვს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა - არ შემიძლია მთელი ძალით არ ვიმუშაო. ან ყველაფერი, ან არაფერი, ეს არის ჩემი დევიზი.

თუმცა, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ვიმედოვნებ, ენერგია ისევ მოზღვავდება და ძველებურად გავაგრძელებ მუშაობას.“ - განუცხადა გერმანელმა სპეციალისტმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ კლოპის ამჟამინდელ კონტრაქტს „ლივერპულთან“ 2022 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.

0.116122