ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე მერვე ნომრადაა განთესილი, პირველ წრეში რუს მარია შარაპოვას 6:1, 6:1 მოუგო. შეხვედრა მხოლოდ 59 წუთს გაგრძელდა.
ეს სერენას მე-20 გამარჯვებაა უშუალო შეხვედრებში შარაპოვას წინააღმდეგ.
სერენას შემდეგი მეტოქე, ასევე ამერიკელი ქეთი მაკნელი იქნება, რომელმაც მანამდე შვეიცარიელ ტიმიუ ბაჩინსკის 6:4, 6:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ტურნირზე, ქალთა ერთეულებში, იაპონელმა ნაომი ოსაკამ სენსაციურად დაამარცხა სწორედ სერენა უილიამსი.
სერენა კი, US Open-ის გამარჯვებული ექვსჯერ ყოფილა.