ფეხბურთი

1:57 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს "ინტერი" - ლამაზი გოლებით და თამამი ფეხბურთით (+VIDEO)

„ინტერში“ ახალი ერა დაიწყო და ანტონიო კონტეს დასაწყისი იდეალურია. დიდი ხანია მილანურ გრანდს ასეთი გამართული და ლაღი ფეხბურთის სეზონის სასტარტო მატჩში არ უჩვენებია.

„ლეჩე“, რომელიც სერია A-ს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მაინცდამაინც კარგი ხასიათით ვერ იწყებს, რადგან „ჯუზეპე მეაცაზე“ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა. „ნერაძურიმ“ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე და ოთხიდან ორი გოლი ახალწვეულებმაც გაიტანეს.

პირველ ტაიმში სტეფანო სენსიმ გაიტანა მოხდენილად, მეორე ნახევარში რომელუ ლუკაკუს ჯერიც დადგა. ამ გოლებამდე იყო მარსელო ბროჟოვიჩის შედევრი და ბოლოს ყველაფრის გვირგვინი ანტონიო კანდრევას გასროლა გამოდგა, რომელმაც მართლაც არაამქვეყნიური გოლი გაიტანა. ერთიც მატეო პოლიტანოს გაუუქმეს. მოკლედ, „ინტერმა“ რიხიანად დაიწყო და საინტერესოა, როგორ გააგრძელებს. ფაქტია, ამისთვის ყველაფერი აქვს და ნიადაგიც შექმნილია.

ცხადია, დებიუტანტი და ვინძლო, ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ანტონიო კონტეს გუნდის შემფასებლად ვერ გამოდგება, მაგრამ არც უამისოდ ივარგებს. სხვათა შორის, კონტე "ინტერის" ისტორიაში ჯუზეპე მეაცასა და ელენიო ერერას შემდეგ მესამე მწვრთნელი გახდა, მილანური მოღვაწეობა ოთხი გოლით რომ დაიწყო.

მილანის შავ-ლურჯი მხარე უკვე მზადაა ხელმეორედ დაბადებისთვის. კონტეს კი მსგავსი მიღწევით თავის მოწონება „იუვენტუსში“ ნაჩვენები შედეგით შეუძლია და რატომაც არა „ინტერში“? ვნახოთ, დაველოდოთ, გამოჩნდება.

„ინტერი“ – „ლეჩე“ 4:0 (2:0) VIDEO

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, შკრინიარი; კანდრევა, ვესინო (ბარელა 66), ბროჟოვიჩი, სენსი (გალიარდინი 73), ასამოა; ლაუტარო (პოლიტანო 78), ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„ლეჩე“ (4-2-3-1): გაბრიელი; რისპოლი (ბენზარი 72), როსეტინი, ლუჩიონი, კალდერონი; ტაკჩიდისი, პეტრიჩონე (მანკოსუ 61); მაიერი, ლა მანტია (ფარიასი 62), ფალკო; ლაპადულა

მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი

გოლები: 1:0 ბროჟოვიჩი (21), 2:0 სენსი (24), 3:0 ლუკაკუ (60), 4:0 კანდრევა (84)

გაფრთხილება: ლაუტარო (40) - პეტრიჩონე (38), ლაპადულა (52)

გაძევება: ფარიასი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 10 (4) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.247104