კალათბურთი

1:03 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ჩრდილოეთ მაკედონიელი გაწვრთნის

საკალათბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს. ქართულ კლუბს სათავეში ჩრდილოეთ მაკედონიელი სპეციალისტი მუია ტაჩი ჩაუდგება. ის ფიბას ლიცენზირებული მწვრთნელია და დიდი გამოცდილებითა და წარმატებული კარიერით გამოირჩევა, "დინამოს" კი რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხმარება.

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზაზა ფაჩულიასა და შიო ხეცურიანს, რომელთაც მომცეს შესაძლებლობა, ვიყო ამ ოჯახის წევრი" - აღნიშნა ტაჩიმ.

0.154957