ნოდარ ლორთქიფანიძის (2336) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ სივასში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი.
ბათუმელმა მოჭადრაკემ 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და კონკურენტებს ნახევარი ქულით გაასწრო. ვთქვათ ისიც, რომ ნოდარმა საერთაშორისო ოსტატის ნორმა მეორედ შეასრულა და საკუთარ ელო-რეიტინგს 34 ქულაც შემატა.
6.5-6.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდენ: 2. გიორგი ბაგატუროვი (საქართველო, 2417); 3. მეილის ანაბერდიევი (თურქმენეთი, 2518).
ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 9 ქვეყნის 52 მოჭადრაკე მონაწილეობდა.