ჩოგბურთი

21:46 | 26.08.2019 | ნანახია 3928 - ჯერ

ბოლქვაძის ისტორიული გამარჯვება
ქართველ ჩოგბურთელს მსოფლიოს მე-3 ჩოგანთან მატჩი ელის

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობაზე მორიგი გმირობა ჩაიდინა და კვალიფიკაციაში 3 გამარჯვების შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეშიც წარმატებული სტარტი აიღო.

ტრავმირებულ ბოლქვაძეს ორივე ფეხი ბინტით ჰქონდა შეხვეული, თუმცა, მსოფლიოს რეიტინგში 65-ე ადგილზე ადგილზე მყოფ ამერიკელ ბერნარდა პერასთან მატჩში საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 2 საათსა და 21 წუთში 6:3, 5:7, 6:4 იმარჯვა.

მარიამმა პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 2-ჯერ აიღო, მეორეში 5:3 დაწინაურდა, თუმცა, ემოციურ მომენტში ზედიზედ 6 (!) გეიმი დათმო. ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელი გადამწყვეტ სეტში 0:2 ჩამორჩა, ანგარიში გაათანაბრა, ისევ დაბრეიკდა და 2:4-ს აგებდა, თანაც ამ პერიოდში ექიმის დახმარება არაერთხელ დასჭირდა.
ბოლქვაძე თითქოს განწირული სჩანდა, თუმცა, ბოლო ძალები მოიკრიბა და აღნიშნული ანგარიშის შემდეგ, მასპინძელ ჩოგბურთელს მიჯრით 4 გეიმი აართვა, რამაც საბოლოო გამარჯვება მოუტანა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (ამერიკელს, შესაბამისად, 3 და 4), პირველ მოწოდებაზე ბურთების 63% (37 59-დან) მოიგო, მეორეზე კი – 56% (23 41-დან). მარიამმა 20-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4 ჯერ წააგო (პერას 9 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა).

ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის მე-2 წრეში გასვლის წყალობით, 100 ათასი დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მას კლასიფიკაციაში ძალიან ახეირებს. მარიამი ნიუ იორკის კორტებზე მიმდინარე შეჯიბრის სტარტს 202-ე ადგილზე შეხვდა, ლაივ-კლასიფიკაციაში კი, 398 ქულით, უკვე მისთვის სარეკორდო 151-ე პოზიციაზეა.

ქართველ გოგონას მომდევნო წრეში მისთვის ისტორიული მატჩი ელის, რადგანაც მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე მყოფ და US Open-ზე ასეთივე განთესვის მქონე ჩეხ კაროლინა პლისკოვას ეთამაშება. მან დღეს დიდი ბრძოლა გადაიტანა და თანამემამულე ტერეზა მარტინცოვას მხოლოდ ტაი-ბრეიკებზე – 7:6 (8:6), 7:6 (7:3) აჯობა.


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:52 | 27.08.2019
levani82 (41682)

რა 45 ქულა ღადაობთ? კაცების ქულებში ნუ გეშლებათ. მარიამმა 110 ქულა აიღო (40 ქულა კვალიფიკაციის მოგებისთვის და 70 ქულა პირველი ეტაპი რომ გახალახა)

12:29 | 27.08.2019
Sport With pleasure (4571)

კომპეტენტური ამ მიმართულებით.. როგორც ყოველთვის

08:18 | 27.08.2019
araza-1918 (6330)

მალე ასეულში გვენახოს მარიამი.

04:54 | 27.08.2019
Crosby87 (165)

ბრავო მარიამს, ძალიან გამეხარდა.მთავარია ტრამვები შორს იყოს მისგან და მე მჯერა რომ ბევრის მიღწევას შეძლებს.

01:56 | 27.08.2019
თორღვა პანკელი (1138)

მოკლედ შერლოკ ჰოლმსივით და დოქტორი ვოტსონივით არიან ბასილა და ფუჩოვიჩი))), სულ ერთად არიან და ნერვებს უშლიან ერთმანეთს))), მაგრამ დღეს მთავარი მარიამი იყო! სთრიმს რომ ძლივს მივაგენი მესამე სეტი იყო, ყოველი გეიმის ბოლოს, ხან ერთ და ხან მეორე მტკივან ფეხზე მასაჟებს უკეთებდნენ მარიამს, ძუ ლომივით იბრძოლა ამ გმირმა გოგომ! იბრძოლა და გამოჭედა მისთვის ეს ისტორიული გამარჯვება. წინ დღეებში დავწერე რომ მარიამი ტრავმებისკენ მიდრეკილი არაა, მაგრამ როდესაც ამდენი თამაშის ერთდროულად მიყოლებით ჩატარება გიწევს, ადვილი ნამდვილად არაა, თან პასუხისმგებლობა, ნერვიულობა, სტრესი! რომელსაც განიცდის სპორცმენი კარიერაში ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, ორგანიზმი, ტვინი, კუნთები, ნებისმიერს აუნთებს წითელს და უმეტესობას მოცელავს. მთავარია მარიამმა დიდ ჩოგბურთში საბრძოლო ნათლობა მიიღო! თან როგორ, პირველივე შეხვედრაში გაუგო გემო გამარჯვებას, ნიაკსგან განსხვავებით, მარიამს ფსიქოლოგიური პრობლემები არააქვს, ჩემი აზრით ეს მისი ყველაზე ძლიერი მხარეა, უმრავლესობა მარიამის ადგილზე თუ თამაშს არ დაანებებდა თავს, ხელებს ჩამოუშვებდა. მოკლედ გილოცავთ ყველას! სასიამოვნოდ გვაკვირვებს ქართული ჩოგბურთი, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო საინტერესო წინ გველოდება.

01:27 | 27.08.2019
naiki (5503)

ყოჩაღ ვულოცავ მარიამს -რეიტინგს რომ თავი გავანებოთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ნაბიჯი გადადგა წინ - ადვილი არ არის ამხელა ტურნირზე ძირითად ბადეში პირველად თამაში და კარგია რომ წარმატებით გადალახა ეგ ბარიერი
არ მეგონა მეორე სეტში სეტზე ჩაწოდებისას რომ დაბრეიკდა და წააგო ის სეტი თუ კიდე შეძლებდა და მოიგებდა - თან ბოლოს რომ ვნახე მესამეში 0-2 აგებდა უკვე
ეხლა მთავარია პლიშკოვას ღირსეულად ეთამაშოს

00:11 | 27.08.2019
Sport With pleasure (4571)

უაღრესად დიდი მონდომება უნდა დაუპირისპიროს.. ეს ჩეხი ყლარწი "დენის-ბოძი" რომ წააქციოს

23:26 | 26.08.2019
MatsSundin (1595)

საუკუნეა არ დამიპოსტავს აქ. ყველას მოგესალმებით ნაცნობებსაც-უცნობებსაც) მარიამს ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამოსვლას! ასეთი ნიჭიერი ქართველი ჩოგბურთელი გოგონა მე არ მახსოვს, ათწლეულებია ჩოგბურტს ვუცქერ. ტატიშვილსაც ჰქონდა შიგადაშიგ გამონათებები,ეკო გორგოძეც ხანდახან გვახარებს ხოლმე. მაგრამ! ოსტატობის პოტენციალი და კლასი (საჩოგბურთო აზროვნება), მარიამს აშკარად ძალზედ დიდი აქვს. გილოცავ მარიამ და უდიდეს წარმატებეს გისურვებ სამომავლოდ! ნამდვილად შესძლებ ასეულში უცბად შევარდნას და შემდეგ კი ნიკასავით სულ წინ და წინ გეაროს!! ეს თამასაც შეინარჩუნე,თოემ ამხელა ნიჭის გაფლანგვა დიდი დანასაული იქნება შენი მხრიდან საკუთარი თავის მიმართაც და ჩვენი,ქომაგების მისამართითაც))) უუუუუძალიანმაგრესი გოგონა ხარ, მადლობა ამ დიდებული თამაშებისთვის და წარმატებები!!! P.S ნიკაზე რა უნდა ვთქვა, ამაზე მებრძოლი ქართველი სპორტსმენი დღეს ჰა ჰა ერთი-ორია.მაგრამ ნიკოლოზ!!! ნუ გვიშლი რა ნერვებს შე კაცო,ცოტა მარტივად მოიგე ხოლმე და ენერგიაც შეინარჩუნე შემდეგი წრეებისტვის... ვაააჰ! ეს ვინაა კაცოო)))))

23:49 | 26.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ვაახ სუნდინ ჯაან )) რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ ამ ქართული ჩოგბურთისთვის ლამაზ დღეს შემოხვიდოდი.

00:03 | 27.08.2019
MatsSundin (1595)

კორბენ ჯააან))) აუ კიიი! მაგრად გამიხარდა მართლა, მარიამის თამაშებს რამდენიმეს ვუყურე და ძალიან მომწონს,მაგარი გოგოა! ცოტა კენჭიყრაში არ გაუმართლა მაინც, ის ჩეხი ყლარწა მურტალი ვინმეა....მაგრმა ხო გახსოვს რამდენიმე წლის წინ,ჩვენი ნიკოლოზაც რო წააყირავებდა ჩეხ ყლარწას ვინ იფიქრებდა, მაგრამ დაადო ბერდიხს შიგ ველკოპოპოვიცეს კოზელში!))) იქნებ მარიამმაც იყოჩაღოს,რა ვიცით?!))

23:38 | 26.08.2019
O. Mertskhali (8101)

გაგიმარჯოს )

23:36 | 26.08.2019
federer (17) (15576)

გამარჯობა
მაგრამ ვერ გაგიხსენეე ეტყობა მართლა დიდი ხანია არ შემოსულხარ.

23:38 | 26.08.2019
barcelona1991 (4821)

ეს ჩვენი ლექსთმწერიაა.გოფინი მოსწონს ასე მახსოვს

23:45 | 26.08.2019
MatsSundin (1595)

კი კი, ეგა ვაარ, ეგა))) ერთი კია, ჩემი დათიკო ამ ბოლო დროს ძაან ფინთად იქცევა და ერთი ტურნირიც ვერ მოიგო...))

23:58 | 26.08.2019
federer (17) (15576)

გოფინსაც თუ ყავდა ბალეშიკები აღარ მეგონაა

00:05 | 27.08.2019
MatsSundin (1595)

რათ არა,ბაბუს ქომაგს დავენაცვლე?! დათიკო პატარა კაცია,მაგრამ დიდი გული ააქვს)))

23:16 | 26.08.2019
vvv (581)

გილოცავ ნიკა მაგარი ბიჭი ხარ, მაგრამ მაინც და მაინც ნერვები უნდა დაგვადღლიზო შე კაი კაცო! ვულოცავ მარიამსაც ძალიან მებრძოლი გოგოა, პირველი წრის დაძლევა დიდი შედეგია მარიამისთვის. წარმატებები ორივეს მომავალ შეხვედრებში!

23:07 | 26.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ბრუკსბიმ უკვე მითახსირებულ ბერდიხს მოუგო, ასე რომ ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს - დაშლის მაგას კოლია. მესამე წრეში წესით ფონინიზე უნდა გასულიყო, მაგრამ ის "შლანგი" ათახსირებს იტალიელს და კაცმა არ იცის რა იქნება
მოკლედ, ჯიგრულ-ქართულადაა ყველაფერი ნიუ-იორკში )

23:34 | 26.08.2019
federer (17) (15576)

ფაბიომ რაც მასტერსი მოიგო მის მერე უკვე ყველაფერი კიდიაა მაქსიმუმზე გავედი და აწინ ოფლი რაღას დავღვაროო სლემებს მე არავინ.მომაგებიებსოო.

23:08 | 26.08.2019
barcelona1991 (4821)

ეგრეაა ბერდიხი 102ზეაა ხოდა არც მიკვირს რომ წააგო.დაკარგულია საერთოდ.იმედია 3 სეტში გაივლის ნიკა მაგ ბრუკსბის.

23:06 | 26.08.2019
barcelona1991 (4821)

მოკლედ დღეს ორივემ მოიგოო.კარგიააა.ბასილა ახლა ბრუნქსის ხვდებაა.ბერდიხს მოუგო იმან.იმედია ბასილა მოუგებს.

23:04 | 26.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძალიან მაგარია ძალიან მაგრად გამიხარდა. პლიშკოვასთან სერიოზულ გამოცდილებას მიიღებს

23:03 | 26.08.2019
Namor1 (1)

სტატიის ავტორს გთხოვთ ჩაასწოროთ მარიმი მიმდინარე რეიტინგში არა 170 ადგილს არამედ 151 ადგილს იკავებს 398 ქულით

23:12 | 26.08.2019
barcelona1991 (4821)

დიდი წინსვლაა.მალე ასეულში გვენახოს მარიამი.

23:09 | 26.08.2019
O. Mertskhali (8101)

+

22:54 | 26.08.2019
federer (17) (15576)

საჭირო დროს მოუმატა ბასილამ არადა მეხუთე სეტს ბრეიკით რომ აგებდა უკვე ხელი ჩავიქნიეე.

22:53 | 26.08.2019
dinamo11 (1009)

მარიამი მაგარი გოგოა, ძალიან მაგრად იომა.წარმატებები ორივეს.

22:53 | 26.08.2019
FC.BAYERN+GERMANY (10046)

მარიამ მადლობა ბოლომდე რო იბრძOლე თან ტრავმით საღOლ

22:52 | 26.08.2019
federer (17) (15576)

ბასილ ბასილ ნა ნერვებზე თამაშობ ამ ბოლო დროს, მაგრამ არაფერს ვსაყვედურობ ისე უქნია ჯოკოვიჩიც დაუმარცხებია 5 სეტშიიი.

22:52 | 26.08.2019
dinamo11 (1009)

ოოხხხხ ბასილ შე არანორმალურ სულ ასე გადაჩეხვის ზღვარზე როგორ უნდა მოიგო

22:50 | 26.08.2019
გიოგიო1915 (5)

ყოჩაღ ბასილასაც

22:38 | 26.08.2019
federer (17) (15576)

წარმატებები მარიამს და მადლობა ამ ბრძოლისუნარიანობისთვის.

22:36 | 26.08.2019
federer (17) (15576)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

22:37 | 26.08.2019
federer (17) (15576)

რა დამიბლოკეს უნამუსო ვიყო არ ვიციიი

22:26 | 26.08.2019
barcelona1991 (4821)

მაგარი გოგოაა.საოცარი მებრძოლი ყოფილაა.აწი სულ ვუყურებ ამის მატჩებს.იმედია დიდ ტურნირებზე მოსინჯავს ხოლმე ძალებს რომ სარეტინგო ქულები აკრიფოს სწრაფად.

22:18 | 26.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

აჰა ძმაო, ეხლა კი დაბეჯითებით ვიტყვი რომ მარიამმა თავისი წილი ამერიკის ღია პირველობა მოიგო !!!
შემდეგი თამაშში ის ეზიარება იმ ჩოგბურთს, რომელთანაც ჯერ ახლოსაც კი არ ჩაუვლია. მე არ ვამბობ რომ პლიშკოვა შტეფი გრაფია, მაგრამ ხომ ფაქტია რომ ბოლქვაძისთვის მასთან შეხვედრა სულ სხვა სამყარო და განზომილებაა.

0.122002