ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერი კილიან მბაპე 4 კვირა იუქმებს. Goal.com-ის ინფორმაციით, ფრანგს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ბარძაყის კუნთების დაზიანება აჩვენა.
მკურნალობის კურსი კი დაახლოებით ერთი თვე გასტანს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მბაპეს ლიგა 1-ის რამდენიმე მატჩის გარდა, სანაკრებო შეხვედრებისა და ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის გამოტოვებაც მოუწევს.
ნაკლებ სერიოზული გამოდგა ედინსონ კავანის ტრავმა ურუგვაელი მოედანს მიღმა 3 კვირით დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელმა ტრავმები გუშინ „ტულუზასთან“ (4:0) მოგებულ შეხვედრაში მიიღეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მანჩესტერს უფრო ავტორიტეტული მწვრთნელი ჭირდება.