საქართველოს რაგბის კავშირმა "ბორჯღალოსნების" სამსოფლიოთასო კვართები წარმოადგინა. ძირითადი ღვინისფერია, ალტერნატიული კი - თეთრი. ასევე შეიქმნა "ბორჯღალოსნების" ჰიმნზე მოსასხამი წარწერით "საქართველო" და სავარჯიშო კვართები. ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ სათამაშო მაისურის რეპლიკის შეძენა ამ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობისთვის ემზადება და ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსთან" პირველ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, შემდეგ კი შოტლანდიელებთან 2 ტესტია დაგეგმილი. მსოფლიოს თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, "ბორჯღალოსნები" კი პირველ მატჩს 23-ში უელსთან ჩაატარებენ.