ჩოგბურთი

17:30 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ტურნირი ბათუმში

ბათუმში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა ქალთა შორის, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია, მასში კი 20 ზე მეტი ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი ჩაერთო.

კვალიფიკაციაში მასპინძელთაგან მხოლოდ თამარ ჭალაგანიძე თამაშობდა, რომელიც საწყის რაუნდში მე-14 ნომრად განთესილ რუს სტანისლავა ბობროვნიკოვასთან 7:5, 5:7, 4:10 დამარცხდა.
ძირითად ბადეში რეიტინგის წყალობით ზოზია ქარდავა მოხვდა, თამარ გაგოშიძე, ლანა კენჭიაშვილი და ნინო ნაცვლიშვილი კი “უაილდ ქარდით” იასპარეზებენ.
წყვილებში ერთად ვიხილავთ გაგოშიძე-ნაცვლიშვილსა და კენჭიაშვილი-ანა შანიძეს, ქარდავა კი სომეხ ამირაღიანთან ერთად გაირჯება.

0.12795