იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2019 მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მე-2 დღის შეხვედრები მიილია. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ამჯერად, კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ ქართველი ძიუდოისტები, სამაგიეროდ, მასპინძელთა გასახარად ორჯერ აჟღერდა იაპონიის ჰიმნი.
ვაჟთა 66 კგ-მდე წონითჱკატეგორიაში პირველობა იოშირო მარუიამამ იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სამხრეთკორეელ ლიმჰვან კიმს იპონით სძლია, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰიფუმი აბე და მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეი გახდნენ.
ქალთა 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა 19 წლს უტა აბემ, რომელმაც ფინალში რუსი ნატალია კუზიუტინა ნახევარ წუთში იპონზე დაახეთქა, ბრინჯაოს მედლები კი კიდევ ერთმა იაპონელმა აი შიშიმემა და კოსოვოელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაილინდა კელმენდიმ მოიპოვეს.
ხვალ, ტოკიოში მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ვაჟთა 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც სენეგალელ ტიდიანე დიოპსა და ავსტრალიელ კელვინ კნოესტერს შორის უმჯობესს შეერკინება. ქალთა 57 კგ-ში კი, ისევე, როგორც დარჩენილ სხვა წონებში, საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს.