ფეხბურთი

15:15 | 26.08.2019 | ნანახია 0 - ჯერ

სადებიუტო მატჩების მეფე

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ბერგამოს „ატალანტამ“ „სპალთან“ საგარეო მატჩში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 3:2 იმარჯვა. ეს ლუის მურიელის დამსახურებაა, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და 6-წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ბერგამოელთა რიგებში პირველად ითამაშა. Opta-ს ცნობით, მურიელმა 8 სეზონის პირველივე შეხვედრებში (მისთვის პირველი) 8 გოლი გაიტანა და ეს რეკორდია.

ლუისმა 2011-2012, 2012-2013, 2014-2015 წლების პირველ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენ წლებში სეზონის სადებიუტო მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

2013-2014 წლების სეზონი - 1 გოლი

2015-2016 წლების სეზონი - დუბლი

2016-2017 წლების სეზონი - 1 გოლი

2018-2019 წლების სეზონი - დუბლი

2019-2020 წლების სეზონი - დუბლი

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სტატისტიკაში მხოლოდ იტალიაში ნაჩვენები შედეგია მოცემული. აქვე გეტყვით, რომ მურიელს აპენინზე „ატალანტამდე“ „უდინეზეს“, „ლეჩეს“, „სამპდორიასა“ და „ფიორენტინას“ შემადგენლობაში უთამაშია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:51 | 22.08.2014
eeeh (1356)

ადმინისტრაცია განათლება სპორტული თუ არ გაქთ შედით სფფ-ს საიტზე და ცხრილი მაინც გადმოწერეთ.თუ თესლურად გიწერიატ და ასე გინდათ

21:20 | 22.08.2014
zesta_fani (1290)

Kapitani magalitis mimcemi unda iyves gundshi da mwvrtneli moedanze.grigala patara bichia. Erti ganapira mcveli gvinda ra.

17:06 | 22.08.2014
დიტო (14812)

კაია.

16:14 | 22.08.2014
El Fenomeno (2082)

გრიგალაშვილის კაპიტნობა ჯობდა ჩემი აზრით

16:06 | 22.08.2014
nodari (343)

გვერდის ადმინისტრაციას!!!!!!!- გააასწორეთ ბიჭო ჩემპიონატის ცხრილი ერთი კვირაა ესე დევს სიონი არაა 6 ე ზესტაფონია და რა დაუნიზმი გჭირთ ტო სულ ეგრე ხართ რაც არსებობს ეს გვერდი საქართველოს ჩემპიონატს თქვენებურად აშუქებთ!!!!

15:40 | 22.08.2014
Shevche (15054)

ფეისპალმ

15:35 | 22.08.2014
111111 (5084)

იმ კაცს რა ვუთხარი ვინც დვალს თუნდაც პირველი ლიგის გუნდის კაპიტნად დანიშნავს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

0.061114