ფეხბურთი

12:30 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ"

გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის მე-5 ტურში „ტიროლთან“ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ნამატჩევს ჩვენებურმა კომენტარი გააკეთა.

„მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ? არ ვიცი, უბრალოდ ყველაფერს ვცდილობდი. გუნდის კარგი თამაშ იყო და ამით ბედნიერი ვარ. ამ კვირაში ბევრი ვიმუშავეთ და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ“, - თქვა კიტეიშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115329