თამაშგარე

11:32 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქალბატონი ოლივია ბრაზილიურ ფეხბურთს ეკურკურება

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ვეტერანმა პორნო-ვარსკვლავმა ოლივია დელ რიომ ბიკინი ლურსმაზე დაკიდა და დიდი პორნო-ბიზნესიდან წავიდა, მრავალი მისი კოლეგის მსგავსად დაუდგა ამოცანა იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა დააბანდოს თავისი დანაზოგი, რომელიც როგორც ჩანს არცთუ მცირეა.

ჯერ კიდევ შარშან გაუწყებდით, რომ ოლივია დელ რიოს თავისი ოფლით ნაშოვნი ფულის ფეხბურთში ჩადება ჰქონდა გადაწყვეტილი და ცნობილი ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, “კორინტიანსის“ აქციების შეძენას ესწრაფვოდა. თუმცა, შემდეგ რატომღაც მოხდა ისე, რომ თავად “კორინტიანსის“ აქციონერებმა განაცხადეს უარი მოწილედ პორნოვარსკვლავის ჩასმაზე.

მიუხედავად ამისა, უკვე 41 წლის მოყრილი ქალბატონი ოლივია არ შედრკა, კვლავ აქტიურად გააგრძელა ბრაზილიურ ფეხბურთში სუნსული და სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბ “კრუზეიროს“ აქციათა 20% ოლივია დელ რიოს მფლობელობის ქვეშ გადავიდა. გადახდილი თანხის ოდენობა ბიზნეს-გარიგების საიდუმლოდ დარჩა, თუმცა არაერთ მილიონ დოლარზე რომაა საუბარი - ცხადია.

0.149696