ისტორია

9:51 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

26 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1971. დაიბადა ჯუზეპე პანკარო. იტალიის ნაკრების, “კალიარის”, “ლაციოს” (1997-2003), “მილანის” (2003-05), “ფიორენტინას” და “ტორინოს” მცველი. 1999 წელს მოიგო თასების თასი. “ლაციოსა” (2000) და “მილანის” (2004) შემადგენლობაში გახდა იტალიის ჩემპიონი. 1998 და 2000 წლებში დაეუფლა იტალიის თასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2000). უეფას თასის ფინალისტი (1998). 1999 და 2005 წლებში გახდა იტალიის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, მაკლუგინმა ჯონსონი 3:6, 2:6, 6:2, 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 32-ე ჩემპიონი გახდა.

1926. იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ფიორენტინა,” 1961 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი, იყო ჩემპიონთა, თასების მფლობელთა თასისა და უეფას თასის გათამაშებების ფინალისტი. იტალიის ორგზის ჩემპიონი (1956, 1969). ექვსჯერ ფლობდა იტალიის თასს. სხვადასხვა დროს, კლუბის ღირსებას იცავდნენ კურტ ჰამრინი, ამარილდო, ჯანკარლო ანტონიონი, დანიელ პასარელა, დანიელ ბერტონი, სოკრატესი, რობერტო ბაჯო, ბრაიან ლაუდრუპი, გაბრიელ ბატისტუტა, დუნგა, შტეფან ეფენბერგი, ედმუნდო, მორენო ტორიჩელი, ფრანჩესკო ტოლდო, ადრიანო, ლუკა ტონი. “ფიორენტინას” რვა ფეხბურთელი იტალიისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებთა შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს მოთამაშეები არიო პიციოლო (1934), დანიელ პასარელა (1978), ჯანკარლო ანტონიონი, ფრანჩესკო გრაციანი, ჯოვანი გალი, პიეტრო ვერხოვოდი, დანიელე მასარო (1982), ლუკა ტონი (2006) არიან. “ფიორენტინა” თამაშობს უეფას ყოფილი პრეზიდენტის არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე, რომელიც 47282 მაყურებელს იტევს.

1928. ლონდონის კლუბების, “არსენალისა” და “ჩელსის” მოთამაშეებმა ფეხბურთის ისტორიაში პირველად იასპარეზეს დანომრილი მაისურებით. იმ დღეს, “მეთოფეები” “შეფილდ უენსდის” შეხვდნენ, “არისტოკრატები” “სუონსის.”

1940. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ვალვაიკი.”

1955. ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების მატჩის პირველი ფერადი ტელეტრანსლიაცია შედგა.

1961. კანადის ქალაქ ტორონტოში ოფიციალურად გაიხსნა ჰოკეის “დიდების დარბაზი.”

1972. მიუნხენში საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვეობის მეოცე ოლიმპიური თამაშები. მასში მონაწილეობა 121 ქვეყნის, 7121 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი საბჭოთა კავშირის ნაკრებმა დაიკავა (50 ოქრო, 27 ვერცხლი, 22 ბრინჯაო), მეორე საფეხურზე აშშ-ის ათლეტები გავიდნენ (33, 31, 30), ხოლო მესამე პოზიციაზე გდრ-ის წარგზავნილები დამკვიდრდნენ (20, 23, 23). ქართველთაგანოქროსმედლებიმოიპოვეს ზურაბ საკანდელიძემ და მიხეილ ქორქიამ (კალათბურთი), ვიქტორსანეევმა(მძლეოსნობა), ლევანთედიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვიქტორკრატასიუკმა(ნიჩბოსნობა) და შოთაჩოჩიშვილმა (ძიუდო).ვერცხლის მედალი ძალოსან დიტო შანიძეს ხვდაწილად.

1972. თბილისისდინამომდასავლეთ ბერლინში საერთაშორისოამხანაგურიმატჩიგამართადაადგილობრივჰერტასთან” 0:1 წააგო. “დინამო”: გოგია, გოგიჯანაშვილი, ჭელიძე,კანთელაძე,ხინჩაგაშვილი, გავაშელი, . მაჩაიძე (მჭედლიშვილი), ასათიანი (პეტრიაშვილი), ყიფიანი, გივინოდია, ლევანნოდია (გუცაევი). “დინამოსგავრილ კაჩალინი წვრთნიდა.

1984. ჩეხოსლოვაკიელმა მძლეოსანმა ქალმა ზდენა სილვაჰამ ლენინგრადში მიმდინარე “კეთილი ნების თამაშებზე” ბადროს ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (74,55 მ).

1998. თბილისისდინამომჩემპიონთა ლიგის მესამესაკვალიფიკაციოეტაპისგანმეორებითმატჩში,ბილბაოსატლეტიკთან” 0:1 წააგო (პირველი შეხვედრათბილისშიქართველებმა 2:1 მოიგეს) დატურნირსგამოეთიშა. “დინამო”: გვარამაძემ, ჯელაძე, დიდავა, მახარაძე, კობიაშვილი, გუჩუა, ცქიტიშვილი,კიკნაძე,მუჯირი, აშვეთია (მელქაძე), ხომერიკი. “დინამოსმურთაზხურცილავა წვრთნიდა.

1999. ესპანეთის ქალაქ სევილიაში მიმდინარე მძლეოსანთა შეჯიბრებაზე ამერიკელმა მაიკლ ჯონსონმა 400 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (43,18 მ). ამ რეკორდის გაუმჯობესება, დღემდე ვერავინ მოახერხა.

2004. თბილისისდინამომუეფას თასის გათამაშების მეორესაკვალიფიკაციოეტაპისგანმეორებითმატჩშიპრაღისსლავიას” 2:0 მოუგო (ჩეხეთის დედაქალაქშიპირველი შეხვედრადინამომ” 1:3 დათმო)დატურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეძლო. გოლები მეორეტაიმში ლევანმელქაძემ დაჯაბაკანკავამგაიტანეს. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა.

2006. ქართველმა მსუბუქმაწონოსანმა პროფესიონალმა მოკრივემ, კობა გოგოლაძემ, ფრედნილიდაამარცხადა საკრივო ორგანიზაცია NABO- ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონისტიტულიმოიპოვა.

2006. მონაკოსსტად ლუის მეორესსტადიონზეევროპისსაფეხბურთოსუპერთასზელივერპულმადამატებით დროში მოსკოვის ცსკას 3:1 მოუგო. მერსისაიდელთაგან გოლებიჯიბრილ სისემ(2) და ლუისგარსიამ გაიტანეს.

2009. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისჯგუფურიეტაპისბოლო მატჩში შვედეთს 82:72 მოუგო და ფლეი ოფში გავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1901. ტულიო კამპანიოლო. იტალიელი ბიზნესმენი. კომპანია FIAთ-ში ხელმძღვანელობდა სპორტული და საყოფაცხოვრებო ველოსიპედების წარმოებას.

1904. ჯო ჰალმი. 1920-30-იან წლებში ჩრდილოლონდონური “არსენალის” მარჯვენა გარემარბი. ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი. ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 333 მატჩი, გაიტანა 108 გოლი. სამი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა “ტოტენჰემ ჰოთსპურს”, შემდეგ კი სპორტული ჟურნალისტი გახდა.

1914. ატილიო გარსია. 1930-50-იან წლებში ურუგვაის ნაკრებისა და მონტევიდეოს “ნასიონალის” ფორვარდი. 1945 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ორგზის ჩემპიონი. რვაჯერ იყო ურუგვაის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

1917. მიროსლავ (მეხო) ბროზოვიჩი. გასული საუკუნის 40-იანი წლების იუგოსლავიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. იუგოსლავიის ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი. იუგოსლავიის სამგზის, ხორვატიის ორგზის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს იუგოსლავიის თასი. წვრთნიდა “სარაევოს” და გუნდს იუგოსლავიის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

1937. ვალერი პოპენჩენკო. საბჭოთა მოკრივე. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი. იმავე წელს აღიარეს პლანეტის საუკეთესო მოყვარულ მოკრივედ. 1963 და 1965 წლებში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. ვალერი პოპენჩენკო 1975 წელს გარდაიცვალა.

1939. რობერ ვასეჟი. 1999-2002 წლებში წვრთნიდა ბელგიის საფეხბურთო ნაკრებს. ბენილუქსელებს ხელმძღვანელობდა ევროპის 2000 წლის და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატებზე. 1986, 1994 და 1995 წლებში დაასახელეს ბელგიის საუკეთესო მწვრთნელად.

1943. ულფ სუნდელინი. შვედი აფროსანი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. იმავე წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

1947. ნიკოლაე დობრინი. 1966-80 წლებში რუმინეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. ვლახელთა ეროვნულ გუნდში ჩაატარა 48 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ოთხჯერ დაასახელეს რუმინეთის საუკეთესო ფეხბურთელად. კარიერის განმავლობაში გამოდიოდა პროვინციალ გუნდებში, ამიტომაც საკლუბო ტიტულები არ აქვს.

1949. ჯონ ბოლდუინი. ამერიკელი მოკრივე. მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მფლობელი.

1952. ჯონ კინსელა. ამერიკელი მოცურავე. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1969. ნიკოლ არენდტი. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. 1996 წლის ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის ტურნირის ფინალისტი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი.

1971. ჯუზეპე პანკარო. იტალიის ნაკრების, “კალიარის”, “ლაციოს” (1997-2003), “მილანის” (2003-05), “ფიორენტინას” და “ტორინოს” მცველი. 1999 წელს მოიგო თასების თასი. “ლაციოსა” (2000) და “მილანის” (2004) შემადგენლობაში გახდა იტალიის ჩემპიონი. 1998 და 2000 წლებში დაეუფლა იტალიის თასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2000). უეფას თასის ფინალისტი (1998). 1999 და 2005 წლებში გახდა იტალიის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი.

0.110975